19 აგვისტოს საერთაშორისო საზოგადოებამ მსოფლიო ჰუმანიტარული
დღე აღნიშნა. ჰუმანიტარული დახმარება ისრაელისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია და
საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს ქვეყნებსა და ერებს მთელს მსოფლიოში
განურჩევლად რასისა და რელიგიისა.
ბის განმავლობაში ისრაელს ჰუმანიტარული დახმარება
140 ქვეყნისთვის აღმოუჩენია. ბოლო 12 თვის განმავლობაში ისრაელის აქტივობები შემ
დეგია:
გასულ ოქტომბერს ისრაელი საერთაშორისო საზოგადოებას
შეუერთდა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლა ვირუსთან ბრძოლისას "ოპერაცია იმედის
საავადმყოფო" წამოიწყო, რომლის შედეგადაც ლიბერიაში, სიერა ლიონესა და გინეაში
მობილური სამედიცინო კლინიკები ამუშავდა. ისრაელი ერთ სულ მოსახლეზე დონორების მაჩვენებლით
უმსხვილესი ქვეყა
ნაა.
ამას გარდა, "მაშავი" დაეხმარა სერბიასა და
ბოსნიას წყალდიდობების შემდეგ, მეწყერებითა და წვიმებით დაზარალებულ ჩილესა და პარაგვაის,
გაგზავნა 100 საკვების ათასი შეკვრა მადაგასკარში
და ა.შ.
"ვამაყობ, რომ ისრაელის
სახელმწიფო ერების ოჯახში ერთ–ერთი ყველაზე ღირსეული ქვეყანაა, რომელიც საჭიროების
შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირებს და დახმარების ხელს უწვდის სხვა ქვეყნებს. ასე
იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება მომავალში", – "მაშავის" ხელმძღვანელი,
ელჩი ჯილ ჰასკელი.