ისრაელის მთავრობის სტიპენდიები უცხოელი სტუდენტებისთვის

ისრაელის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტებისთვის

  •    
    ისრაელის მთავრობა სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს საგანმანათლებლო სტიპენდიებს სთავაზობს:
  • icon_zoom.png
    Study in Israel Study in Israel
     
     
     
    1.      ივრითის საზაფხულო კურსები (ულპანი)
    2.      სამეცნიერო–კვლევითი აკადემიური წელიწადი.
    მოთხოვნები:
    1.      აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის (ან უფრო მაღალი) ხარისხი ხელოვნების ან მეცნიერების განხრით და კარგი აკადემიური მოსწრება;
    2.      აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის სახელითაც სურს კურსებში მონაწილეობა და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
    3.      აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისურის ან ივრითის პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა.
    4.      აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ისრაელის იმ უნივერსიტეტის მოთხოვნებს, სადაც კურსის გავლა სურს. სტიპენდია გამოიყოფა მხოლოდ ამ ინსტიტუტის მიერ კანდიდატის მიღებებაზე დათანხმების შემთხვევაში.
    პირობები:
    სტიპენდიის გაცემის პირობები შეიძლება, განსხვავდებოდეს წლიდან წლამდე წლიური ბიუჯეტის შესაბამისამისად. შესაძლებელია, გაიცეს სრული ან ნაწილობრივი სტიპენდია.
     
    აპლიკანტებმა საბუთების სრული ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე, დაბეჭდილი სახით სამ ეგზემპლარად უნდა მიაწოდონ ისრაელის საელჩოს საქართველოში  არა უგვიანეს 14 ნოემბრისა.
    გთხოვთ, საბუთების სრული ჩამონათვალი იხილოთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბმულზე.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    პრესის განყოფილება

    ისრაელის საელჩო საქართველოში

    0112 თბილისი,

    დავით აღმაშენებლის გამზ. 154

    2 556 500