როგორ მივაღწიოთ მშვიდობას? ყველა ისრაელელს ერთი ოცნება გვაერთიანებს: მომავალი, რომელშიც ებრაელ და არაბ ბავშვებს მშვიდობიან, ტერორიზმისგან განწმენდილ ქვეყანაში გაზრდის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროდ, პალესტინელებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის მრავალი ფუჭი მცდელობის გამო, მხოლოდ მშვიდობის სურვილი არასაკმარისია. წარსულში ისრაელს არაერთხელ წამოუყენებია სამშვიდობო შემოთავაზებები, წასულა დათმობაზე, აუშლია დასახლებები, დაუთმია ტერიტორიები და გაუყვანია ჯარები, რათა პალესტინაში თვითმმართველობის ჩამოყალიბებისთვის გასაქანი მიეცა. საპასუხოდ კი ტერორიზმის კამპანიები, თვითმკვლელთა აფეთქებები, დაბომბვები და ზიზღის ენა მიუღია. ამას გარდა, საერთაშორისო ასპარეზზე განუწყვეტლივ ვხედავთ ისრაელის დელეგიტიმაცისა და მისი ეკონომიკის განადგურების მცდელობებს.
ისრაელი ყოველთვის მზად იყო კომპრომისისთვის და მისი ყველა მთავრობა (მათ შორის, ახლანდელსაც), მშვიდობის მისაღწევად მსხვერპლზე წასვლაზე თანხმობას აცხადებდა. თუმცა, მშვიდობა მხოლოდ ორმხრივი თანხმობით მიიღწევა. თუ ისრაელი პალესტინელების უფლებებსა და ინტერესებს სცნობს, პასუხადაც იგივეს უნდა იღებდეს. მშვიდობიანი სამყარო მხოლოდ ღია მოლაპარაკებებით შენდება. მოლაპარაკებებით, რომელიც უთანხმოების კედლის დანგრევის ერთადერთი საშუალებაა. | | |
ოპერაცია "თავდაცვის სვეტი" გაგრძელდება? (19 ნოემბერი) დიახ. პარასკევს, 9 ნოემბერს ჰამასმა ბომბები დაუშინა ისრაელის დედაქალაქს, იერუსალიმს, ქალაქს, რომელიც ერთნაირად წმინდაა როგორც იუდაიზმის, ასევე ქრისტიანობისა და ისლამისთვის. ჰამასმა 10 ნოემბრის ესკალაციის შემდეგ 1000–ზე მეტი ჭურვი ისროლა ისრაელის მიმართულებით. ისრაელი თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს ისრაელი სრულად გამოვიდა ღაზას სექტორიდან, ამ წუთასაც კი, 4.5 მილიონი ისრაელელი ჭურვების მოქმედების არეალში რჩება. | | |
რა მიზანი აქვს ისრაელს? (19 ნოემბერი) ესკალაცია ისრაელის არჩევანი არ ყოფილა. უდანაშაულო მოქალაქეების გამუდმებულ დაბომბვებს არც ერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა. ისრაელის მიზანი უცვლელია: მოქალაქეების დაცვა და გარანტიების მოპოვება, რომ ჰამასი ისრაელის მიმართულებით ჭურვების გამოტყორცნას ვეღარ მოახერხებს. | | |
|