• სწავლება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა უფასოა,
• მითითებული პერიოდი გახლავთ კურსის ხანგძლივობა ისრაელში.
თბილისში, მაშავის ცენტრში საბუთები უნდა წარადგინოთ კურსის ბროშურაში მითითებულ საბოლოო თარიღამდე 15 დღით ადრე.
მაშავის კურსებზე კანდიდატთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება. ყურადღება ექცევა კანდიდატის აკადემიურ უპირატესობას, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა, ლიდერობის პოტენციალს სპეციალობის სფეროში და ინგლისური (რუსული) ენების ცოდნას. მაშავის კურსების დაფინანსება შეზღუდულია, სწორედ ამიტომ პროგრამაში კანდიდატთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება. ყველა კვალიფიციური კანინდატი შესაძლოა, ვერ გახდეს მაშავის პროგრამის მონაწილე.
• შესფერის კანდიდატს ისრაელში შესაბამისი კომისია შეარჩევს.
• კურსი ინგლისურ/რუსულ ენებზეა
• სასურველია, კურსის შესახებ ინფორმაცია სხვა კანდიდატებს გააცნოთ.
ძირითადი ინფორმაცია:
სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურად/რუსულად) გამოგზავნეთ ელექტრონული ფოსტით. დამატებითი დოკუმენტები გახლავთ:
• შევსებული, დამოწმებული და დასკანერებული სამედიცინო ცნობა,
• სარეკომენდაციო წერილები დამსაქმებლისგან.
· დიპლომის ასლი;
· პასპორტის ასლი;
· 2 ფოტო (3x4)
გთხოვთ ზემოხსენებული ყველა საბუთი გამოაგზავნოთ ერთ ფაილად PDF ფორმატში.
ყველა საჭირო დოკუმენტის ასლი აპლიკაციასთან ერთად წარადგინეთ ისრაელის საელჩოში თბილისში ორ ასლად კურის ბროშურაში მითითებულ თარიღამდე 15 დღით ადრე.