ნეთანიაჰუ აშშ–ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ნეთანიაჰუ აშშ–ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

  •    

    ნეთანიაჰუ: "შეუძლებელია, მშვიდობა დამყარდეს, როდესაც ტერორიზმი მძვინვარებს. ისრაელი ტერორისტულ ძალებს ებრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამ მცდელობას გვერდით უნდა დაუდგეს. ეს ცივილიზაციის ბრძოლაა ბარბაროსების წინააღმდეგ". 

  •  
     

    24 ნოემბერს ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის შეხვდა. შეხვედრა პრემიერის კაბინეტში, იერუსალიმში შედგა.

     

    პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ:

    "დილა მშვიდობისა, ჯონ. მოგესალმებით იერუსალიმში.

    თქვენ ჩვენი ერთგული მეგობარი ბრძანდებით სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში. არც აქ და არც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მშვიდობა ვერ დაისადგურებს მაშინ, როდესაც ისლამისტი მებრძოლებისგან განუწყვეტელი ტერორი მძვინვარებს. ისრაელი ამ ძალებს ყოველ წამიერად ებრძვის. გვჯერა, რომ ამ საქმეში მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაგვიდგეს გვერდით. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, ყველას ბრძოლაა. ეს ცივილიზაციის ბრძოლაა ბარბაროსების წინააღმდეგ".

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჯონ".

    აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი:

    "დიდი მადლობა.

    ბატონო პრემიერ მინისტრო, ბიბი, მადლობა მასპინძლობისთვის.

    ცხადია, რომ არც ერთი ერი არ უნდა ცხოვრობდეს ყოველდღიური ძალადობის პირობებში, შეუძლებელია ნორმალურად ცხოვრება მაშინ, როდესაც ადამიანებს ქუჩებში დანებითა და მაკრატლებით ესხმიან თავს. ჩვენთ კარგად ვიცით, რომ ასეთი ტერორისტული აქტები ყოველდღიურად ხდება და ისინი დაგმობილი უნდა იყოს. ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავგმო ქმედება, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს იღებს მსხვეროლად და ერს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

    ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, მეტიც, ეს მისი მოვალეობაა. მომავალშიც ასე იქნება. ვლოცულობთ ყოველი ადამიანისთვის, რომელიც ტერორიზმის მსხვერპლად იქცა". 

     
  • ​​