ისრაელში ტურისტულად წამსვლელმა იმ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ვიზა ისრაელის სახელმწიფოში შესასვლელად, უნდა წარადგინონ საბუთების შემდეგი ჩამონათვალი:
• პასპორტი მინიმუმ 6 თვის ვადით;
• პასპორტის ასლი;
• ახალი პასპორტის ქონის შემთხვევაში, სასურველია მოქალაქემ წარადგინოს ძველი პასპორტი(ები)ც.
• 1 ფერადი ფოტო (5X5);
(მეგობრებთან/ნათესავებთან სტუმრობის შემთხვევაში აუცილებელია ანკეტაში მიუთითოთ მომწვევი პირის ისრაელის პირადობის მოწმობის ნომერი, მისამართი და ტელეფონის ნომერი)
• ცნობა/წერილი სამუშაო ადგილიდან/სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც დაფიქსირებული იქნება თუ რამდენი ხანია მუშაობთ/სწავლობთ ზემოხსენებულ დაწესებულებაში (საქართველო/სასომხეთი)
მოქალაქეებმა, ვინც ხელფასს ბანკში იღებს, უნდა წარადგინონ ბოლო 6 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან.
• საქმიანი ვიზიტის (მივლინების) შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარადგინოს მოწვევის წერილი და საკონტაქტო პირის მონაცემები.
• საკონსულო მომსახურების მოსაკრებელი - 74 ლარი (გთხოვთ, თანხა იქონიოთ ზუსტად)
ვიზა არასრულწლოვნებისთვის (18 წლამდე)
• დაბადების მოწმობის ასლი;
• ორივე მშობლის ნებართვა (საკონსულოში ვიზიტი სავალდებულოა) არასრუწლოვანი მოქალაქის საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
ტურისტული ვიზა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწვევის შემთხვევაში
გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ საკონსულოს ტელეფონის ნომერზე პასპორტის ნომრით მოწვევის პირების დასადასტურებლად.
მოწვევის არსებობის შემთხვევაში მოქალაქე თავისუფლდება საკონსულო მოსმხურების მოსაკრებლის გადახდისგან.
იხილეთ წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი.
• პასპორტი მინიმუმ 6 თვის ვადით;
• პასპორტის ასლი;
• ახალი პასპორტის ქონის შემთხვევაში, სასურველია მოქალაქემ წარადგინოს ძველი პასპორტი(ები)ც.
• 1 ფერადი ფოტო (5X5);
(მეგობრებთან/ნათესავებთან სტუმრობის შემთხვევაში აუცილებელია ანკეტაში მიუთითოთ მომწვევი პირის ისრაელის პირადობის მოწმობის ნომერი, მისამართი და ტელეფონის ნომერი)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:
+995 322 556-500 (*506, *525)
არასრულად შევსებული სავიზო განაცხადები არ განიხილება.
ისრაელში ვიზიტის გახანგრძლივება:
ვიზის გახანგრძლივება (ნომინალური გადასახადით) შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ წარმომადგენლობებში:
აფულა, აკო, აშქელონი, ბერშევა, ეილათი, ჰადერა, ხაიფა, ჰერცელია, ხოლონი, იერუსალიმი, ნაზარეთი, ნეთანია, ფეთაჰ თიკვა, რამათ განი, რამლა, რაჰოვოთი, საფედი, თელ–ავივი, ტიბერიასი.
გთხოვთ, საკონსულო მომსახურების შესახებ თქვენი მოსაზრება დატოვოთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ინგლისურად ან ივრითზე.