ეს სია არ წარმოადგენს რეკომენდაციას. ადვოკატის მომსახურების არჩევის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც მათ მომსახურებას გამოიყენებს.
ი.დამკრძალავი ბიუროების სია:
"ჰანუბისი" - 599 552140, 592 748899; ბოგდან ხმელნიცკის 147/42, თბილისი, საქართველო.
"ჰერმესი" - ტელ: 595 413 656, 2 212184; სოფელი დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს 2ა, თბილისი, საქართველო.
"გიორგი ხეროდინაშვილი - ჰადესი" - ტელ: 551 990606, 2 990606; ქსნის 50, თბილისი, საქართველო.
კ. დოკუმენტაციის დამოწმება:
1. აპოსტილით დამოწმება:
1978 ისრაელმა ხელი მოაწერა ჰააგის 1961 წლის კონვენციას, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. ჰააგის კონვენციია ამარტივებს ოფიციალური დოკუმენტებისდამოწმებისპროცედურა
ს. ჰააგის კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ გაცემული დოკუმენტები და სერთიფიკატები, რომლებიც დამოწმებულია აპოსტილით, შეიძლება, წარდგენილ იქნას ისრაელში დამატებით დამოწმების ან ისრაელის დიპლომატიურ თუ საკონსულო მისიებში სერტიფიცირების გარეშე.
კონვენციის წევრი სახელმწიფოების ნუსხისა და სხვადასხვა ქვეყანაში აპოსტილით დამოწმების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების ჩამონათვალის, ასევე, დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააქლიქეთ ლინკზე:
საქართველოში დოკუმენტებისაპოსტილით დამოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;
ბ) საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტრო - განათლების და განათლების ხარისხის აღმნიშვნელ, ასევე სასწავლო ხასიათის სხვა დოკუმენტებზე;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლო - სასამართლო ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტრო - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში გაცემულ დოკუმენტებზე.
*აპოსტილით მოწმდება სახელმწიფო დაწესებულებების ან ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტაცია.
**აპოსტილის მიღება შეუძლია დოკუმენტის მფლობელს ან საჯარო ნოტარიუსის მიერ დანიშნულ იურიდიულ წარმომადგენელს.
კ) მოქალაქეებისთვის ისრაელის საკონსულო მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკონტაქტო ინფორმაცია:
* გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტა შემდეგ მისამართებზე:
consular1@tbilisi.mfa.gov.il consular2@tbilisi.mfa.gov.il
· მისიის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით ფიდბექის გამოსაგზავნად, დააწკაპუნეთ ლინკზე: http://www.mfa.gov.il/mfaheb/feedbackform.htm
ლ) ისრაელის სახელმწიფოს ძირითადი კანონები, რომელთაც ეფუძნება საზღვარგარეთ საკონსულო წარმომადგენლობების საქმიანობა:
· კანონი დაბრუნების შესახებ, 5710 – 1950 – წლების განმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით·
კანონი ისრაელში შესვლის შესახებ, 5712 – 1952 – წლების განმავლობაში შესული ცვლილებებისჩათვლით·
კანონიმოქალაქეობის შესახებ, 5712 - 1952 - წლების განმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით·
კანონი პასპორტების შესახებ, 5712 - 1952 - წლების განმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით.
· კანონი სახელების შესახებ, 5716 - 1956 - წლების განმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით.
· კანონი მოსახლეობის რეგისტრაციის შესახებ, 5725 - 1965 - წლების განმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით.
· კანონი ნოტარიატისშესახებ, 5736 - 1976 - წლებისგანმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით.
· კანონიუშიშროებისსამსახურისშესახებ 5747 - 1986 – წლების განმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით.
· კანონი დანაშაულის რეგისტრაციისა და დამნაშავეთა რეაბილიტაციის შესახებ, 5741 - 1981 - წლების განმავლობაში შესული ცვლილებების ჩათვლით.
მ. რეპატრიაციის განყოფილება:
მისამართი: 154 ისრაელის საელჩო, 0102 თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 154
ტელეფონი: (+995 32) 2556500 (# 540)
მიღების საათები:
ორშაბათი –პარასკევი 10:00-13:00
ნ) გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ტურისტული ვიზა
ისრაელში ტურისტულად წამსვლელმა მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ საბუთების შემდეგი ჩამონათვალი:
• პასპორტი მინიმუმ 6 თვის ვადით;
• პასპორტის ასლი;
• ახალი პასპორტის ქონის შემთხვევაში, სასურველია მოქალაქემ წარადგინოს ძველი პასპორტი(ები)ც.
• 1 ფერადი ფოტო (5X5);
• შევსებული სავიზო განაცხადი (მეგობრებთან/ნათესავებთან სტუმრობის შემთხვევაში აუცილებელია ანკეტაში მიუთითოთ მომწვევი პირის ისრაელის პირადობის მოწმობის ნომერი, მისამართი და ტელეფონის ნომერი)
• ცნობა/წერილი სამუშაო ადგილიდან/სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც დაფიქსირებული იქნება თუ რამდენი ხანია მუშაობთ/სწავლობთ ზემოხსენებულ დაწესებულებაში;
მოქალაქეებმა, ვინც ხელფასს ბანკში იღებს, უნდა წარადგინონ ბოლო 6 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან.
• საქმიანი ვიზიტის (მივლინების) შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარადგინოს მოწვევის წერილი და საკონტაქტო პირის მონაცემები.
• საკონსულო მომსახურების მოსაკრებელი - 74 ლარი
ვიზა არასრულწლოვნებისთვის (18წლამდე)
• დაბადების მოწმობის ასლი;
• ორივე მშობლის ნებართვა არასრუწლოვანი მოქალაქის საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
ტურისტული ვიზა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწვევის შემთხვევაში:
გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ საკონსულოს ტელეფონის ნომერზე პასპორტის ნომრით მოწვევის დასადასტურებლად. მოწვევის არსებობის შემთხვევაში მოქალაქე თავისუფლდება საკონსულო მომსახურების მოსაკრებლის გადახდისგან.
იხილეთ წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:
• პასპორტი მინიმუმ 6 თვის ვადით;
• პასპორტის ასლი;
• ახალი პასპორტის ქონის შემთხვევაში, სასურველია მოქალაქემ წარადგინოს ძველი პასპორტი(ები)ც.
• 1 ფერადი ფოტო (5X5);
• შევსებული სავიზოგანაცხადი (მეგობრებთან/ნათესავებთან სტუმრობის შემთხვევაში აუცილებელია ანკეტაში მიუთითოთ მომწვევი პირის ისრაელის პირადობის მოწმობის ნომერი, მისამართი და ტელეფონის ნომერი)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
+995 322 556-500 (*506, *525)
არასრულად შევსებული სავიზო განაცხადები არ განიხილება.