დიპლომატებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა

დიპლომატებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა

  •    
    ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზეევ ელკინმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ამ დილით იერუსალიმში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს ისრაელში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდებათ.
  • icon_zoom.png
    Visa Exemption for holder of diplomatic and service passports Visa Exemption for holder of diplomatic and service passports
     
     
    შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მოეწერა, რომლებიც დღეს და ხვალ ისრაელში გაიმართება. კონსულტაციების დროს მხარეები ორმხრივ იურთიერთობას, რეგიონულ და სტრატეგიულ საკითხებსა და საერთო პრობლემებს განიხილავენ. ზემოხსენებული შეხვედრები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში.
    აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის კონსულტაციები თბილისშიც გაიმართა.
     
  •