ისრაელის ელჩი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა
-
ისრაელის ელჩი, რან გიდორი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა
-
2/6/2020
-
-
GovXContentSection
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოებს შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე; აღინიშნა, რომ ტურიზმის თვალსაზრისით, ისრაელი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის. გამოითქვა იმედი, რომ 2020 წელი ამ და სხვა მიმართულებებით კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება
ასევე შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო იმ პროექტებსა და პროგრამებზე საუბარს, რომლებსაც საქართველოში ისრაელის საელჩო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. მხარეებს ქართველი ისრაელელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებსაც გაუსვეს ხაზი.
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-