ისრაელის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ისრაელის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

  •   ისრაელის ელჩი რან გიდორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
  • icon_zoom.png
    Israeli Ambassador meets Georgian Parliament Chairman Israeli Ambassador meets Georgian Parliament Chairman : PG Press Office
     
     
    ​ისრაელის ელჩი რან გიდორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობები შეაფასეს.
    მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო საპარლამენტთაშორისო და დინამიური სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე.
    პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.​