ისრაელი ცეცხლის ქვეშ

ისრაელი ცეცხლის ქვეშ

  •    

    10 ნოემბრის შემდეგ ისრაელის სამხრეთ ნაწილში ღაზას სექტორიდან გამოსროლილი 120–ზე მეტი ჭურვი დაეცა. შეტევა, დააზარალა ქალაქები შდეროთი, აშდოდი, ნეტივოთი და ეშკოლი, დაზიანდა შაარ ჰანეგევისა და ჰოფ აშკელონის საბჭოების შენობები. რამდენიმე ადამიანი დაშავებულია, უამრავს – მძიმე სტრესი აქვს მიღებული.

     

    „მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ისრაელი გულხელდაკრეფილი არ დაელოდება მასზე თავდასხმის მცდელობებს. ჩვენ მზად ვართ საკადისი პასუხი გავცეთ მსგავს შეტევებს”, -  განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 
  •  
     

    დაბომბვის დღიური გრაფიკი

    ონიდან ახლადდაბრუნებული ისრაელის ელჩი საქართველოში, ბატონი იუვალ ფუქსი:
    „ონი ისრაელის სამრეთ რეგიონის დედაქალაქის, ბერშევას  დაძმობილებული ქალაქია. იქ უამრავ ადამიანს შევხვდი, რომლებიც ქართველი ებრაელი მწერლის, ბატონი დანიელ ხახიაშვილის მუზეუმის გახსნისთვის სპეციალურად იყვნენ ჩამოსულები ბერშევადან. გავიცანი ონის მცხოვრებლებიც, რომლებიც არაერთხელ ჩასულან ისრაელის ამ ქალაქის მოსანახულებლად. მინდა, აღვნიშნო, რომ ბერშევა ისეთივე სიმშვიდესა და სიწყნარეს იმსახურებს, როგორითაც ონელები ხარობენ“
    დაბომბვები 2006 – 2012




     
  •