სემინარი ახალგაზრდა ებრაელი ლიდერებისთვის

სემინარი ახალგაზრდა ებრაელი ლიდერებისთვის

  •   30 ივნისი–11 ივლისი, 2013
  •    
    დიპლომატიური სემინარი ახალგაზრდა ებრაელი ლიდერებისთვის ყოველწლიური პროგრამაა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ლიდერობის პოტენციალით არიან დაჯილდოვებულნი.
    წლეულს სემინარი 30 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება და მასში მონაწილეობა 26–37 წლის ადამიანებს შეეძლებათ მთელი მსოფლიოს ებრაული თემებიდან.
  • icon_zoom.png
    ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სემინარი ახალგაზრდა ებრაელი ლიდერებისთვის ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სემინარი ახალგაზრდა ებრაელი ლიდერებისთვის : ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო
     
     
    დიპლომატიური სემინარის მიზანია, ებრაელ ახალგაზრდებს გაუზიაროს პოლიტიკური თუ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები, რომელთან გამკლავებაც ისრაელს უწევს და უკეთ გააცნოს ებრაული დემოკრატიული სახელმწიფოს საზოგადოება, კულტურა და ეკონომიკა. 
    სემინარის პროგრამა მოიცავს ლექციებს, ვორქშოფებს, კულტურულ ღონისძიებებს და სასწავლო ტურებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ პრობლემებს, რომლებიც სრულიად ებრაელი ერის წინაშე დგას: ერის დემოგრაფია, ანტი–სემიტიზმთან ბრძოლა და ისრაელისა და ებრაული დიასპორის ურთიერთობა.
    სემინარი ინგლისურენოვანია და ისრაელის საგარეო სამინისტროს ებრაული თემების დეპარტამენტში ტარდება. სამინისტრო სრულად ფარავს სემინარის განმავლობაში ისრაელში მონაწილეთა ცხოვრებისა და კვების ხარჯებს, ასევე ექსკურსიებს ქვეყნის მასშტაბით. ისრაელში მგზავრობის ხარჯები მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ.
     
    სემინარში მონაწილეები კონკურსის შედეგად შეირჩევიან. მონაწილეობის მსურველებმა სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ისრაელის საელჩოში 2013 წლის 15 აპრილამდე.
     
  •