მრავალი წლის განმავლობაში ისრაელი წყლის ნაკლებობით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის საერთაშორისო მაგალითია. სწორედ ამიტომ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ყველა კუთხის სპეციალისტები, ბიზნესმენები და პოლიტიკური ლიდერები ისრაელში იკრიბებიან და წყლის გამტკნარების, წვეთოვანი მორწყვის, წყლის გადამუშავებისა და მენეჯმენტის სფეროებში სიახლეებს ეცნობიან. მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი პრობლემა სწორედ წყლის რესურსების მოფრთხილებაა. დღესდღეობით ცხადია, რომ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით წყლის უფრო ეფექტური გამოყენება სრულიად შესაძლებელია.
წლევანდელი კონფერენციის უმთავრესი თემა ახალი ტექნოლოგიებია, რომლებიც ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას უზრუნველყოფს (წყალი, ნიადაგი, ენერგია და საბადოები).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ საიტს.