ნუთუ
ამ ხელშეკრულების წყალობით, ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის ალბათობა არ მცირდება?
პირიქით, შეთანხმება ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად
ორ გზას უხსნის. პირველ რიგში, ირანს შეუძლია, დაარღვიოს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც
სართაშორისო საზოგადოების მხრიდან წარმოებული შემოწმებები და დაკვირვებები მას მსოფლიოს
მოტყუების საშუალებას არ მისცემს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინსპექციები არაერთხელ
ჩაფლავებულა როგორც ირანის, ასევე, ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში.
მეორეც, ირანმა, შესაძლოა, დაიცვას შეთანხმების პირობები,
თუმცა, ათწლეულის შემდეგ მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ავტომატურად მოიხსნება
და ქვეყანა უსაზღვრო რაოდენობის ცენტრიფუგებით დარჩება, რომლითაც საერთაშორისო ლეგიტიმაციით,
ურანის გამდიდრებას უპრობლემოდ შეძლებს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ირანს ცენტრიფუგების
გასაუმჯობესებლად კვლევისა და განვითარების პროექტის შეწყვეტას არ ავალდებულებს.
მართალია, ხელშეკრულება უახლოეს მომავალში ირანის მიერ
ბომბის შექმნის საშუალებას ზღუდავს, მაგრამ, ამავდროულად, ორიოდ ათწლეულში მსგავსი
იარაღის ქონის სრულ გარანტიას აძლევს.
ომის
გარდა, ამ შეთანხმების რა ალტერნატივები არსებობს?
საერთაშორისო საზოგადოებისთვის ისრაელს არაერთხელ წარუდგენია
ორი ალტერნატივა. პირველ რიგში, აღსანიშნავია პოლიტიკა "დათმობა დათმობის წილ",
რაც გულისხმობს, რომ სანქციების რეჟიმი მოიხსნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირანი ატომურ
პროგრამას გაანადგურებდა.
მეორეც, ირანი გათავისუფლდებოდა შეზღუდვებისგან მხოლოდ
მას შემდეგ, რაც შეწყვეტდა აგრესიას რეგიონში, მსოფლიო ტერორიზმის ხელშეწყობას და ხელს
აიღებდა ისრაელის განადგურების მცდელობებისგან. თუ ირანს უნდა, რომ ნორმალური ქვეყანასავით
ექცეოდნენ, ნორმალური ქვეყნისთვის შესაფერისად უნდა მოიქცეს.
თუ
შეთანხმება იძლევა გარანტიას, რომ ირანის ატომური პროგრამა მუდმივი მეთვალყურეობის
ქვეშ იქნება, რატომ ფიქრობს ისრაელი, რომ ირანი მაინც მოახერხებს მსოფლიოს მოტყუებას?
მართალია, ხელშეკრულების თანახმად, ირანის გაცხადებული
ატომური სადგურები ყოველდღიური, 24–საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, მაგრამ ვერავინ
გაიგებს, რა ხდება იმ ქარხნებში, რომლების
შესახებაც ოფიციალურად არაფერია ცნობილი. გარდა ამისა, შეთანხმება ირანს 24 დღიან შუალედს
აძლევს და ინსპექტორები საეჭვო სადგურებში შესვლას მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ
შეძლებენ. ეს კი საკმაო დროა იმისათვის, რომ ირანმა საეჭვო კვალი წაშალოს.
ამბობენ, რომ ან შეთანხმების წყალობით, ახლო აღმოსავლეთი
უფრო უსაფრთხო გახდება. ნუთუ უკეთესი არ არის ტერორიზმის დაფინანსებისა და აგრესიის
შეწყვეტის თაობაზე საუბარი ირანთან, რომელსაც ატომური ბომბი არ აქვს?
შეთანხმება არ იძლევა გარანტიას, რომ ირანს არ ექნება
ატომური იარაღი. დაახლოებით, ათწლეულში ირანი ამას აუციელბლად მოახერხებს.
ამას გარდა, იგი მიიღებს ასობით მილიარდ დოლარს სანქციებისგან
მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად, პირდაპირ ინვესტიციებს და ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობას.
ამ თანხებით კი შესაძლებელი იქნება ატომური პროგრამის გაგრძელება, ტერორიზმის დაფინანსება
და აგრესიული პოლიტიკის წარმოება, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას როგორც რეგიონში,
ასევე მთელს მსოფლიოში.
შეთანხმებაში არ არის ჩადებული პირობა, რომლის თანახმადაც
ირანმა უნდა შეწყვიტოს გამანადგურებელი ტერორისტული საქმიანობა ლიბანში, სირიაში, იემენში,
ლიბიაში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში.
ახლა,
როდესაც შეთანხმება გაეროს უსაფრთხოების დაბჭომ და ევროკავშირმა მიიღეს, რა იქნება
ისრაელის შემდეგი ნაბიჯი?
ირანთან დადებული ხელშეკრულება
საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთელს მსოფლიოს, ისრაელისთვის კი იგი განსაკუთრებით საშიშია.
ისრაელი არ ყოფილა მოლაპარაკებებში ჩართული, ამდენად, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე
პასუხისმგებელი არ არის. ისრაელი ყოველთვის დაიტოვებს თავდაცვის უფლებას.