ტერქატი იერუსალიმის სინაგოგაში

ტერაქტი იერუსალიმის სინაგოგაში

  •    
    18 ნოემბერს დილას ცეცხლსასროლი იარაღით, ცულებით და დანებით შეიარაღებული ორი პალესტინელი ტერორისტი ებრაული რელიგიური სასწავლებლის, იეშივას ტერიტორიაზე შევიდა და სინაგოგაში მლოცველებს დაესსხა თავს.
    ტერორისტების თავდასხმას ოთხი მშვიდობიანი ისრაელელი ემსხვერპლა, ოთხი – მძიმედაა დაჭრილი, ოთხს კი საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს მიღებული. შემთხვევის ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ორივე ტერორისტი გაანეიტრალეს.
  • icon_zoom.png
    Scene of terror attack in Jerusalem synagogue Scene of terror attack in Jerusalem synagogue : Israel Police
     
     



    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერორისტები სინაგოგებს და რელიგიურ სასწავლებლებს ესხმიან თავს. 2008 წელს თავდამსხმელი იერუსალიმის რაიონში, კირიათ მოშეში "მერკაზ ჰა რავის" იეშივაში შეიჭრა და უსაფრთხოების ძალების მიერ მის განადგურებამდე რვა მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა.
    იერუსალიმში მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტი ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შედეგია, რომელსაც პალესტინელი ოფიციალური პირები და, მათ შორის აბუ მაზენი ეწევა.
    ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი უკვე ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ჯალაღანიას. ელჩის თქმით, მას ღრმად სწამს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის დამყარება სურს, იერუსალიმში მომხდარ ამ სისხლიან თავდასხმას უნდა გმობდეს.

     

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრაგედიის დღეს შემდეგი განცხადება გაავრცელა:

    "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2014 წლის 18 ნოემბერს ქ. იერუსალიმის ერთ-ერთ სინაგოგაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად ისრაელის ხალხს. ამგვარი სასტიკი და არაჰუმანური ქმედებები უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ".

     

    Jerusalem synagogue terrorist attack where 4 people were killed while praying


    Hamas terrorists celebration rally in Gaza calling for more terror attacks against Israel