უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილება
2 ივნისს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო:
1. მოქმედება გააგრძელოს 2014 წლის 24 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად და მოლაპარაკებები არ აწარმოოს პალესტინის მთავრობასთან, რომელიც ენდობა "ჰამასს", ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს ისრაელის განადგურებისკენ მოუწოდებს;
2. მაქსიმალურად ეცადოს, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, არ დაუშვას ტერორისტული ორგანიზაციის მონაწილეობა არჩევნებზე;
3. მისცეს შესაძლებლობა პრემიერ მინისტრს, პალესტინის ავტონომიის წინააღმდეგ დააწესოს დამატებითი სანქციები;
4. პალესტინის ავტონომიის პასუხისმგებლობის ქვეშ მოაქციოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც დააზარალებს ისრაელს იუდეაში, სამარიაში (დასავლეთ სანაპირო) ან ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენების შედეგად;
5. ჩამოაყალიბოს გუნდი, რომელიც სამოქმედო გეგმას განიხილავს დღევანდელი ახალი რეალობის, ისევე როგორც სამომავლო დიპლომატიური თუ უსაფრხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის შესაბამისად.
პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება:
"დღეს აბუ მაზენმა (პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი) თანხმობა უთხრა ტერორიზმს და უარი თქვა მშვიდობაზე. ეს პირდაპირი გაგრძელებაა აბუ მაზენის პოლიტიკისა, რომელსაც მშვიდობა არ სურს. სანამ ისრაელი გაბედულ და მტკივნეულ ნაბიჯებს დგამდა დიპლომატიური პროცესების გასაგრძელებლად და ერთგული რჩებოდა მშვიდობის, აბუ მაზენმა უარყო მოლაპარაკებები და ამერიკელების მეირ შემოთავაზებული დოკუმენტი და კვლავინდებურად ისრაელის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა, ახლა კი ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასთან" პაქტი გააფორმა.
აბუ მაზენმა პაქტი გააფორმა "ჰამასთან", ორგანიზაციასთან, რომელიც 1000 უდანაშაულო ისრაელელის სიკვდილზე და ისრაელის ათასობით ქალაქის დაბომბვაზეა პასუხისმგებელი.
აბუ მაზენმა პაქტი გააფორმა "ჰამასთან", ორგანიზაციასთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ეგვიპტესა და მთელს მსოფლიოში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული და რომელიც სრულად უარყოფს საერთაშორისო საზოგადოების პირობებს. საერთაშორისო საზოგადოებამ მას სათანადო პასუხი უნდა გასცეს.
ბოლო დროს "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ტერორისტული გზის არჩევანს და ისრაელის სახელმწიფოს განადგურების სურვილს.
"ჰამასთან" შეთანხმებით აბუ მაზენი პირდაპირ იღებს პასუხისმგებლობას ღაზას სექტორიდან წამოსულ ტერორიზმზე.
ისრაელის სახელმწიფო არ აწარმოებს მოლაპარაკებებს პალესტინის მთავრობასთან, რომელიც ენდობა "ჰამასს", ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს ისრაელის განადგურებისკენ მოუწოდებს".