Rosh Hashana 2014

როშ ჰაშანა ისრაელში

  •   24–26 სექტემბერი, 2014
  •    
    როშ ჰაშანა ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ჩვეულებრივ, ეს დღესასწაული სექტემბერში ან ოქტომბრის დასაწყისში აღინიშნება. ორდღიანი ზეიმის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა ჩერდება, ამიტომ თუ ისრაელში როშ ჰაშანას პერიოდში აპირებთ მოგზაურობას, ეს ფაქტი კარგად უნდა დაიმახსოვროთ. წლეულს ებრაული ახალი წელი 24 სექტემბერს დაიწყება და 26 სექტემბრამდე გასტანს.
  • icon_zoom.png
    rosh-hashana-2014 rosh-hashana-2014
     
     
    რას ნიშნავს, იყო ისრაელში როშ–ჰაშანას დროს?
    თუ ისრაელს ებრაული ახალი წლის პერიოდში ესტუმრეთ, გირჩევთ, სინაგოგაში შეხვიდეთ და ლოცვას მოუსმინოთ, რაც მართლაც დაუვიწყარი გამოცდილებაა. ებრაელები სინაგოგაში ხანგრძლივ რიტუალს ესწრებიან, ლოცულობენ და სიმღერებს მღერიან, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. შოფარის ჩაბერვა როშ–ჰაშანას სიმბოლოა და მის ხმას მსოფლიოს ყველა სინაგოგაში გაიგებთ. იგი ებრაელებს სინაის მთაზე ათი მცნების ბოძებას, აბრამისა და ისაკის ღვთისადმი ერთგულებას, განსჯის დღის მოახლოებასა და მესიას მოსვლას ახსენებს.
     
    როშ ჰაშანას სიმბოლოები ისრაელში
    როშ ჰაშანას კიდეც ერთი სიმბოლო თაფლიანი ვაშლი და სხვა ტკბილეულია, რომელიც ყველა ებრაელის ოჯახში იჭმევა. არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითად ებრაელები მდინარესთან, ტბასთან ან გაშლილ სივრცესთან მიდიან და ჯიბეებს იფერთხავენ, რაც ცოდვებისგან განწმენდის ერთგვარი სიმბოლოა.
    როშ ჰაშანადან იომ ქიფურამდე არსებულ პერიოდს "მონანიების ათი დღე" ეწოდება და მის განმავლობაში ადამაინებს ცოდვებისგან თავის დაღწევის საშუალება ეძლევათ.