ისრაელის სს მინისტრი პალესტინის აღიარების შესახებ

ისრაელის სს მინისტრი პალესტინის აღიარების შესახებ

  •    
    ისრაელი არ შეეგუება პალესტინურ დიქტატს. პალესტინელების ნებისმიერი მცდელობა, გამოიყენოს ევროპული სახელმწიფოები ისრაელსა და მთელს რეგიონში სიტუაციის დასამძიმებლად, კრახისთვისაა განწირული. ​​​
  • icon_zoom.png
    Minister of Foreign Affairs Avigdor Liberman Minister of Foreign Affairs Avigdor Liberman : MFA
     
     

    ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ ისრაელი არ შეეგუება პალესტინურ დიქტატს და საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელის ინიციატივის განხორციელებისკენ მოუწოდა.

    "პალესტინელების ჩარჩო რეზოლუცია, რომელსაც ხვალ გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე უნდა ეყაროს კენჭი, ერთადერთი ანტი–ისრაელური ქმედება არ არის, რომელსაც პალესტინელები და მათი ქომაგები ლობირებენ. ევროპისა და ლუქსემბურგის პარლამენტები პალესტინის დამოუკიდებლობას ასევე უყრიან კენჭს. ამას გარდა, ლუქსემბურგის სასამართლო ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან "ჰამასის ამოღებას გეგმავს.

    ევროპული ქვეყნები, რომლებიც პალესტინელებთან თანამშრომობენ, იმ ადამიანს ჰგვანან, რომელიც ანთებულ ასანთს აწვდის ვინმეს, ვისაც დენთის კასრი უჭირავს ხელში. ეს ქვეყნები სასიკეთოს არაფერს აკეთებენ, შიდა პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ და სრულებით არ ადარდებთ, რა მოხდება ახლო აღმოსავლეთში. პალესტინის ერთპიროვნულ ქმედებების საპასუხოდ ისრაელი სათანადო ზომებს მიიღებს როგორც ადგილზე, ასევე, საერთაშორისო არენაზე".​