პრეზიდენტი პერესის სიტყვა ჟენევაში ირანის ატომური პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით

პრეზიდენტი და პრემიერი ჟენევის მოლაპარაკებებზე

  •   პრეზიდენტი პერესის სიტყვა ჟენევაში ირანის ატომური პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით
  •    
    10 ნოემბერს პრეზიდენტმა შიმონ პერესმა დავიდ ბენ–გურიონის გარდაცვალებიდან 40 წლისთავზე მის საფლავთან სპეციალური სიტყვა წარმოთქვა. პრეზიდენტმა პერესმა ირანის საკითხიც ახსენა:
  •  
     
    "გუშინ P5+1–მა შეთანხმებას ვერ მიაღწია და ამაში გასაკვირი არც არაფერია. შეთანხმება, რომელიც ირანს ატომურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ხელს არ შეუშლის, არ უნდა გაფორმდეს. დღესდღეობით არსებული ტექსტი ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. ისრაელის სახელმწიფო არ ეწინააღმდეგება მიზნის დიპლომატიურად მიღწევის გზას, მაგრამ აზრი არ აქვს შეთანხმებას, რომელიც ირანს ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევის უფლებას მისცემს. მჯერა, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია, რომელიც პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააჟღერა, აბსოლუტურად მართებულია".
     
    –––
    10 ნოემბერს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ  ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეკრებაზე, რომელიც დავიდ ბენ გურიონის გარდაცვალების მეორმოცე წლისთავის გამო შდე ბოკერში გაიმართა, აღნიშნა:
    "უქმეებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაქ ობამას, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, დავიდ ქამერონს ვესაუბრე.
    მე მათ ვუთხარი, რომ იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ისრაელს აქვს, შეთანხმება საკმაოდ უარყოფითი და სახიფათოა. სახიფათოა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის, რადგან იგი ამცირებს სანქციების მიერ დაწესებულ წნეხს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შემოთავაზებული შეთანხმება არც ერთი ცენტრიფუგის წგანადგურებას არ ითვალისწინებს.
     
    ყველა ლიდერს ვკითხე, რა საჭიროა სიჩქარე–მეთქი. შევთავაზე, ცოტა ხანს მოეცადათ და სერიოზულად განეხილათ საკითხი. ეს ისტორიული პროცესი დ აისტორიული გადაწყვეტილებებია.
    კარგია, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ თავს არ ვიტყუებ – არსებობს დიდი სურვილი იმისა, რომ შეთანხმება იქნეს მიღწეული. იმედია, ამას ნებისმიერ ფასად არ გააკეთებენ, რადგან შეთანხმების არქონა ცუდ შეთანხმებაზე უკეთესია".