პრეზიდენტი პერესის კომენტარი სირიის მოვლენებზე

პრეზიდენტი პერესის კომენტარი სირიის მოვლენებზე

  •    
    "სირიაში შექმნილი სიტუაცია ადგილობრივი ინციდენტის ფარგლებს სცილდება. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და საერთაშორისო კანონის უხეში დარღვევაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო პასუხის გასაცემად ერთიანდება".
  • icon_zoom.png
    President peres at the Jerusalem headquarters of the Israel Police President peres at the Jerusalem headquarters of the Israel Police : GPO/Mark Neiman
     
     
    29 აგვისტოს ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
     
    "სირიაში შექმნილი სიტუაცია ადგილობრივი ინციდენტის ფარგლებს სცილდება. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და საერთაშორისო კანონის უხეში დარღვევაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო პასუხის გასაცემად ერთიანდება. სირია მორალის ზღვარს გასცდა. დახოცილი ბავშვების ფოტოები მთელმა მსოფლიომ იხილა. პრეზიდენტი ობამა ჰუმანური მსოფლიოს სახელით საუბრობდა, როდესაც აღნიშნა, რომ ამ უკანონობამ, ამ მასიურმა მკვლელობამ უპასუხოდ არ უნდა ჩაიაროს.
     
    ჩვენ მოწმენი ვხდებით ძლიერი სამხედრო და დიპლომატიური კოალიციის ჩამოყალიბების პროცესისა.  ისრაელი არ იყო და არ არის ჩართული სირიის კობფლიქტში, მაგრამ თუ ვინმე ზიანის მოყენებას გადაწყვეტს, საკადრის პასუხს გავცემთ. ისრაელს ძლიერი ჯარი ჰყავს, რომელიც თანამედროვე, მძლავრი და განვითარებული სისტემით არის შეიარაღებული და მზადაა, დაიცვას ჩვენი მიწა, ცა და მოქალაქეები. ჭორები, რომლებიც ისრაელის შესახებ ვრცელდება, ჩვენს რიგებში პანიკის დათესვას ემსახურება, მაგრამ ისრაელს ცრუ პროპაგანდასთან გამკლავების დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთიანნი, პატივი ვცეთ მთავრობის გადაწყვეტილებებს და შევასრულოთ შიდა ფრონტის ხელმძღვანელობის ინსტრუქციები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ისრაელის თავდაცვის ჯარების".