პრეზიდენტი პერესის საახალწლო მილოცვა

პრეზიდენტი პერესის საახალწლო მილოცვა, 2012

  •   ისრაელის პრეზიდენტის, შიმონ პერესის მიმართვა ებრაული დიასპორებისადმი ებრაული ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით
  •    
    ახალი წელი კარს მოგვადგა. მთელს მსოფლიოში ყველა ებრაულ თემს გულით ვულოცავ ამ დღესასწაულს და ჩემი და სრულიად ისრაელის სახელით, მინდა, მომავალი წლის იმედი და ოპტიმიზმი გამოვხატო.
  • icon_zoom.png
    President Shimon Peres President Shimon Peres : GPO
    Photo: GPO
     

    ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც ისრაელია, ბევრი ბუნებრივი რესურსით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზარდი ადამიანური რესურსი გვაქვს, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ჩვენს მიწაზე გაიზარდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები და შეიქმნა ინოვატორული, კრეატიული და მამაცი სული. ამ მიღწევების წყალობით, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარების ერი შეიქმნა. წყლისა და საკვების ნაკლებობის პრობლემებს მეცნიერების განვითარებით ვებრძვით და ახალ მიზნებს ვისახავთ, რომლებით ჩვენს ცხოვრებას სრულად შეცვლის. ახლა მიმდინარეობს ადამიანის ტვინის გამოკვლევები, რომლებიც ადამიანის გონების ჯერ ამოუხსნელი საიდუმლოების გახსნასა და კაცობრიობის კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე წინ წაწევას გვპირდება.

     

    მსოფლიოს ებრაულ თემებს არა მხოლოდ ოჯახის წევრებად, არამედ სრულყოფილ პარტნიორებად აღვიქვამთ და ებრაული კავშირების შენარჩუნებას, განვითარებასა და აყვავებად ვალდებულებად მივიჩნევთ.
    ახალი თაობა ჩვენი მომავლის იმედია და მისი ჩართვა ნათელი მომავლის შენებაში გადამწყვეტია ისრაელისა და მთელი მსოფლიოს ებრაელობისთვის. საგანმანათლებლო პროგრამებმა, ისრაელში ხშირმა სტუმრობამ, პირადმა გამოცდილებამ და ადამიანების ადამიანებთან შეხვედრებმა ჩვენს გასაერთიანებლად საჭირო ხიდების მშენებლობაში დიდი როლი ითამაშა და კვლავაც თამაშობს.
    ამ ხიდებს ჩვენს შორის არსებული საერთო ღირებულებების ფესვები აქვთ. თუმცა, ერთმანეთის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობის გარდა, ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე და მუდამ ვუერთგულოთ „თიკუნ ოლამის“ (სამყაროს გაუმჯობესების) ებრაულ კონცეფციას. ისტორიის განმავლობაში ებრაელებს მნიშვნელოვანი გავლენა მოუხსენიათ საზოგადოებებზე მუდმივი სწრაფვით უკეთესობისკენ,უკეთესი ხვალინდელი დღისკენ, რითაც ჩვენს ხალხს საამაყო შედეგებისთვის მიუღწევია.
     
    კარს მომდგარი ახალი წლის წინ, მორალის, ცოდნისა და მშვიდობის უძველეს საყრდენზე ვდგავართ, ვუპირისპირდებით სირთულეებს და ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს როგორც ჩვენს ერს, ასევე მთელს მსოფლიოს. ჩვენი ერთობა მიწაზე ფეხს მყარად გვადგმეინებს, მორალური ღირებულებები კი მამოძრავებელი ძალაა. ორივე მათგანი განვითარებისკენ, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისკენ მიგვიყვანს.
     
    მეგობრებო, იერუსალიმიდან თითოეულ ებრაელს ბედნიერ, მშვიდობიან, ჯანმრთელ და ხვავიან წელიწადს გისურვებთ.
     
    შანა ტოვა უ’მეთუკა!
    შიმონ პერესი

     

     
  •