პერესის მიმართვა ევროპას ჰეზბოლასთან დაკავშირებით
-
პრეზიდენტმა პერესმა ევროკავშირს მოუწოდა, "ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს
-
2/21/2013
GovXShortDescription
21 თებერვალი, 2013
ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი დღეს იოსებ ტრამპელდორის გარდაცვალების 93 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მემორიალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა პერესმა ისარგებლა შემთხვევით და ევროკავშირს მოუწოდა, ბულგარეთში, კვიპროსსა და ნიგერიაში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობის გამო "ჰეზბოლა" ტერორისტული ორგანიზაციების ნუსხაში შეიტანოს.
-
-
ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი
|
GovXContentSection
"აქედან არცთუ მოშორებით საშინელი ტრაგედია ტრიალებს. სირიაში პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, საკუთარ ბავშვებს ცხრილავს. ჩვებს მოსაზღვრე ლიბანში ნასრალა რელიგიური მანტიით ქვეყანას სისხლიანი ომისკენ მიაქანებს. დროა, "ჰეზბოლას" მისთვის კუთვნილი სახელი ეწოდოს – მკვლელების ტერორისტული ორგანიზაცია. აშშ–მ და სხვა ქვეყნებმა ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში უკვე შეიყვანეს. ახლა, როდესაც დამტკიცდა, რომ ბულგარეთში, ევროპის მიწაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და როდესაც გამუდმებით გვესმის მისი და ირანის წვლილი კვიპროსსა და ნიგერიაში ჩადენილი აქტების შესახევ, დროა, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა "ჰეზბოლა" ოფიციალურად სცნოს ტერორისტულ ორგანიზაციად".
პრეზიდენტმა პერესმა ასევე დასძინა: "ხმალი, რომელიც "ჰეზბოლას" აქვს მომარჯვებული, ისრაელზე მეტად ლიბანის უშიშროებას უქმნის საფრთხეს. თავისი ქმედებებით ნასრალა მთელს ქვეყანას სცხებს ჩირქს. ლიბანმა ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ ცეცხლს დაანთებ, მისი ტვირთი უნდა ზიდო, ხოლო მშვიდობით ლიბანი საკუთარ თავს – მრავალეროვანი ქვეყნის ცხოვრებას დაუბრუნდება. ჩვენ მშვიდობის ხელს ვუწვდით კედრების ქვეყანას და ვწუხვართ, რომ ნასრალას ამ კედართა ამობუგვა მოუწადინებია.
პერესმა ზოგადად ახლო აღმოსავლეთსაც მიმართა და განაცხადა: "ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ქარიშხალი ტრიალებს – ერაყში, იემენში, ლიბიაში სამოქალაქო კონფლიქტები ბობოქრობს და სხვა ქვეყნებში ძალადობა იზრდება. ამ სიტუაციას არანაირი კავშირი არ აქვს ისრაელთან – ცეცხლი შიგნიდანაა დანთებული. ისრაელი ყოველთვის მშვიდობისა და ცეცხლის ჩაქრობის მომხრეა. ჩვენ ვწუხვართ, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი ამ სიტუაციის მსხვერპლი ხდება – ისინი ლტოლვილები არიან, უსახლ–კაროდ და უპუროდ რჩებიან. ჩვენ მათი ჰუმანიტარული დახმარების მზადყოფნას გამოვთქვამთ. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სირიიდან და ლიბანიდან იარაღის უკანონო ტრამსორტირება ხდება. ირანიდან სირიაში შესულმა იარაღმა სამოქალაქო ომი გააჩაღა და კატასტროფის მასშტაბები გაზარდა. მშვიდობაზე ბრძნული არაფერი არსებობს; ახლო აღმოსავლეთისთვის რეგიონულ სიმშვიდეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორი მიზანს არ აღწევს და ინიციატორს აზიანებს. ჩვენ ღირსეულად შევხვდებით საფრთხეს და ისევე დავძლევთ, როგორც ეს არაერთხელ გაგვიკეთებია.
מח' מידע והפקה – אגף תקשורת
21 פברואר 2013
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-