ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

  •    
    გუშინ 21 საათზე (თბილისის დროით 23:00) ისრაელმა სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა. ეს განცხადება გუშინ ქაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ამურმა გამართეს. ცეცხლის შეწყვეტის გარანტები აშშ და ეგვიპტე არიან.
  •  
     
    ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ესაუბრა და ეგვიპტის შემოთავაზებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თანხმობა განაცხადა.  პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტ ობამას მადლობა გადაუხადა ისრაელის ოპერაციის მიმდინარეობის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისა და „რკინის გუმბათის“ ფუნქციონირებისთვის გაწეული დახმარებისთვის. ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ ისრაელი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ძალებს არ დაიშურებს.
     
  •