ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადება ბურგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამოძიებასთან დაკავშირებით

ნეთანიაჰუ ბულგარეთის გამოძიების შედეგებზე

  •   ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადება ბურგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამოძიებასთან დაკავშირებით
  •    
    პრემიერ მინისტრ ნეტანიუაჰუ, (სამშაბათი, 5 თებერვალი, 2013) ბურგასში 18 ივლისს მომხდარი ტეროსიტული აქტის შესახებ ბულგარეთის მთავრობის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასგამოეხმაურა:
  •  
     
     მინდა, მადლობა გადავუხადო ბულგარეთის მთავრობას ბურგასში მომხდარი იმ ტერორისტული აქტის სრულყოფილი და პროფესიული გამოძიებისთვის, რომელმაც ექვსი უდანაშაულო ადამიანის, ხუთი ისრაელელის და ერთი ბულგარელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
    ბულგარეთის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგები ნათელია: მომხდარში დამნაშავეა ჰეზბოლაერთი ორგანიზაციაა, ერთიანი ხელმძღვანელობით.
    ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რაც ისედაც ვიცით: ჰეზბოლა და მისი ირანელი პარტნიორები მთელ მსოფლიოში ტერორისტულ აქტებს დირიჟორობენ, რაც ქვეყნებსა და კონტინენტებს მოიცავს.
     ბურგასის ტერორისტული შეტევა ერთ-ერთია ტაილანდში, კენიაში, თურქეთში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, კვიპსოსსა და საქართველოში განხორციელებულ შეტევებს შორის. ყოველივე ხდება ჰეზბოლასა და ირანის მიერ სირიაში ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერის ფონზე.
    თავდასხმა ბურგასში ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა. ვიმედოვნებთ, რომ ევროპამ ჰეზბოლას ჭეშმარიტი არსის შესახებ სწორი დასკვნები გამოიტანა.”
     
  •