პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა
tbilisi-ge
dd.MM.yyyy
Turn on more accessible mode
Turn off more accessible mode
ისრაელის დიპლომატიური ქსელი
ისრაელის საელჩო საქართველოში
עברית
|
ქართული
|
English
თბილისი
ისრაელის საელჩო
საკონსულო მომსახურება
განყოფილებები
ახალი ამბები
Currently selected
ღონისძიებები და დღესასწაულები
მაშავი
მაშავის კალენდარი
Israeli Missions Around The World
თბილისი
ახალი ამბები
პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა
ახალი ამბები
ღონისძიებები და დღესასწაულები
სხვა ლინკები
კონტაქტი
ხშირად დასმული შეკითხვები
ფორმები
ისრაელი მთელს მსოფლიოში
Rss
ისრაელის მთავრობის სტიპენდიები უცხოელი სტუდენტებისთვის
პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა
ისრაელის პრემიერ მინისტრის პირველი ინტერვიუ სპარსულენოვან მედიასთან
10/4/2013
GovXShortDescription
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს პირდაპირ მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაცრი სანქციებისა და ირანში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობისთვის პასუხისმგებლობა აიათოლას ექსტრემისტულ რეჟიმს დააკისრა. მან ასევე ხაზი გაუსვა ებრაელ და სპარს ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას.
PM Netanyahu departs for the US
: PMO webcast
GovXContentSection
პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 3 ოქტომბერს პირველი ინტერვიუ მისცა "ბი–ბი–სი"–ს სპარსული სამსახურს, რომელსაც ირანული რეჟიმის მხრიდან ტელევიზიის დაბლოკვის მცდელობების მიუხედავად უამრავი მაყურებელი ჰყავს. "ბი–ბი–სი"–ს მონაცემებით, მათ გადაცემებს ყოველკვირეულად 12 მილიონი ადამიანი უყურებს.
პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ ინტერვიუს დროს ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის წიგნი "ეროვნული უსაფრთხოება და ბირთვული დიპლომატია" წარმოადგინა და მაყურებელს ციტატებიც გააცნო, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუჰანი დასავლეთის შეცდომაში შეყვანისა და დიპლომატიური გარემოს შექმნის გზით სამხედრო ატომური იარაღის პროგრამის გაგრძელებას აპირებს.
პრემიერ მინისტრმა სპარსულად აღნიშნა, რომ ისრაელი პრეზიდენტი რუჰანის სიტყვებით აღფრთოვანებული არ არის: "ჩვენ
ჩვილი ბავშვები არ ვართ. მე მივესალმები ბირთვული პროგრამის შეჩერებას, თუმცა არა – მოჩვენებით მცდელობას".
პრემიერ მინისტრმა მკაცრი სანქციებისა და ირანში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობისთვის პასუხისმგებლობა აიათოლას ექსტრემისტულ რეჟიმს დააკისრა. მან ასევე ხაზი გაუსვა ებრაელ და სპარს ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას.
დაბოლოს, ნეთანიაჰუს თქმით, თუ ირანის რეჟიმს ატომური ბომბი ექნება, ირანელი ხალხი ვერასდროს გათავისუფლდება დიქტატურისგან, რომელსაც იგი მუდმივად უნდა ემსახუროს.
"მე მინახავს ირანელი ხალხის სურვილი, ჰქონდეთ ჭეშმარიტი თავისუფლება და სრულყოფილი ცხოვრება. თუ ახლანდელი რეჟიმი დაემხობა, ირანელები და ებრაელები ისევ მეგობრები იქნებიან", – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
<iframe width="480" height="360" src="//www.youtube.com/embed/C0OugEYBY28" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
საბეჭდი ვერსია
გაუგზავნე მეგობარს ელექტრონული ფოსტით