პრემიერი იერუსალიმში აღმოჩენილი საგანძურის შესახებ
-
-
9/10/2013
GovXShortDescription
პრემიერი ნეთანიაჰუ: "ეს აღმოჩენა ებრაელი ხალხის იერუსალიმთან, მის მიწასთან და მემკვიდრეობასთან ურღვევი კავშირის კიდევ ერთი ისტორიული მტკიცებულებაა".
-
-
Dr. Eilat Mazar displays a 10-cm gold medallion etched with menorah, shofar and Torah scroll
: Dr. Eilat Mazar (Photo by Ouria Tadmor)
|
GovXContentSection
ისრაელის პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ 9 სექტემბერს ებრაული უნივერსიტეტის დოქტორს, ეილათ მაზარს ტაძრის მთის ქვეშ ნაპოვნი საგანძურის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. აღმოჩენილ ძვირფასეულობას შორის არის არტიფაქტები, რომლებიც შვიდსანთლიანი მენორას, შოფარისა და თორას გრაგნილების გამოსახულებებს შეიცავს.
"ეს უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა, – იგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ წმინდა ადგილას ებრაელების ცხოვრებას. ეს დღესავით ნათელია. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ მაშინ, 500 წელიწადზე მეტი ხნის წინ, მეორე ტაძრის განადგურების შემდეგ ჩვენ ვხედავთ მენორას გამოსახულებას არტიფაქტზე. ეს ებრაელი ხალხის იერუსალიმთან, მის მიწასთან და მემკვიდრეობასთან ურღვევი კავშირის ისტორიული და ამაღელვებელი მტკიცებულებაა. ეს აღმოჩენა ჩვენი მემკვიდრეობის არსია – მენორა, შოფარი და თორას გრაგნილები ებრაელი ხალხისათვის უდიდესი საჩუქარია. დიდი მადლობა".
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-