პრემიერი ნეთანიაჰუს კომენტარი ჟენევის შეთანხმებაზე
-
-
11/25/2013
GovXShortDescription
ამონარიდები პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტისადმი ყოველკვირეული მიმართვიდან (24 ნოემბერი, 2013):
-
-
GovXContentSection
"გუშინ ღამით ჟენევაში ისტორიული შეთანხმების კი არა, ისტორიული შეცდომის მომსწრენი გავხდით. დღეს მსოფლიო უფრო საშიში გახდა, რადგან ყველაზე სახიფათო რეჟიმმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დამანგრეველი იარაღის ფლობისკენ. პირველად ისტორიაში მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე და გვერდი აუქციეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მათივე მიღებულია. მრავალწლიანი სანქციები სამშვიდობო გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება იყო. მათ ისინი ირანის პირობით დათმობებზე გაცვალეს, რომლებზეც, შეიძლება, რამოდენიმე კვირაში რეჟიმის ლიდერებმა უარი თქვან. ახალი შეთანხმება უამრავ ქვეყანას და, რასაკვირველია, ისრაელს, საფრთხეს უქმნის. ისრაელს ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა არ განუცხადებია. ირანის რეჟიმი ისრაელის განადგურებისკენ მიიწრაფის და ისრაელს ყველანაირი უფლება აქვს, მეტიც, მოვალეობა აკისრია, ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას თავი. როგორც ისრაელის პრემიერ მინისტრი, ცალსახად ვაცხადებ: ისრაელი არ მისცემს ირანს უფლებას, განავითაროს სამხედრო ატომური პროგრამა".
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-