პრემიერის კომენტარი სს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პრემიერის კომენტარი სს სასამართლოს გადაწყვეტილებაზ

  •    
    აბსურდია, რომ საერთაშორისო სასამართლო ისრაელს ედავება, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის უმაღლეს სტანდარტებს იცავს. ჩვენი ქმედებები ისრაელის დამოუკიდებელი ლეგალური სისტემის მუდმივ და ფხიზელ კონტროლს ექვემდებარება.​
  • icon_zoom.png
    Prime Minister Benjamin Netanyahu Prime Minister Benjamin Netanyahu : PMO webcast
     
     

    ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე მომხდარ ომის დანაშაულთან დაკავშირების წინასწარი გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს:


    "ისრაელი უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას. აბსურდია, რომ საერთაშორისო სასამართლო იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო კანონებს და შეთანხმებებს, რომელთა თანახმადაც, პალესტინელებს არ აქვთ სახელმწიფო და მისი ჩამოყალიბების ერთადერთი გზა ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებია.

     

    სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესები ნათელია:

    თუ არ არის სახელმწიფო, არ არსებობს მომჩივანი, ესე იგი, არ არსებობს საქმე.

     

    აბსურდია, რომ საერთაშორისო სასამართლო ისრაელს ედავება, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის უმაღლეს სტანდარტებს იცავს. ჩვენი ქმედებები ისრაელის დამოუკიდებელი ლეგალური სისტემის მუდმივ და ფხიზელ კონტროლს ექვემდებარება.

     

    ამ გადაწყვეტილების ყველაზე დიდი სისულელე მაინც ისაა, რომ "ჰააგის" სასამართლოში ტერორიზმთან მებრძოლი ისრაელი უნდა წარდგეს, მომჩივანნი კი "ჰამასის" ტერორისტები და სამხედრო დამნაშავეები არიან. არ გამიკვირდება, თუ მალე იგივეს ISIS, "ალ–ქაიდა" და "ჰეზბოლაც" გაიმეორებენ". 

     
  • <iframe width="463" height="300" src="//www.youtube.com/embed/jYT3-RQFy1U?rel=0&amp;showinfo=0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>