პრემიერი ნეთანიაჰუს კომენტარი ირანის პრეზიდენტის სიტყვაზე

პრემიერი ნეთანიაჰუს კომენტარი ირანის პრეზიდენტის ს

  •    
    რუჰანი ირანის სიცრუის შოუს აგრძელებს. იგი უდანაშაულოთა მკვლელობას გმობს მაშინ, როდესაც არცთუ დიდი ხნის წინ ირანში ათობით უდანაშაულოს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.
  • icon_zoom.png
    Iranian President Rouhani addresses the World Economic Forum Iranian President Rouhani addresses the World Economic Forum : WEF webcast
     
     
     
    23 იანვარს პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ დავოსში შემდეგი კომენტარი გააკეთა:
     
    "რუჰანი ირანის სიცრუის შოუს აგრძელებს. იგი უდანაშაულოთა მკვლელობას გმობს მაშინ, როდესაც არცთუ დიდი ხნის წინ ირანში ათობით უდანაშაულოს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.
     
    რუჰანი ტექნოლოგიისადმი პოზიტიურ მიდგომაზე საუბრობს მაშინ, როდესაც ირანელებს ინტერნეტის თავისუფლად მოხმარების საშუალება არ აქვთ.
     
    რუჰანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მშვიდობაზე გველაპარაკება მაშინ, როდესაც ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღიარებაზე უარს ამბობს და მისი რეჟიმი ხალხს ყოველდღიურად ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას მოუწოდებს.
     
    რუჰანი აცხადებს, რომ ატომურ პროგრამას სამხედრო დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ირანი ცენტრიფუგებსა და მძიმე წყლის რეაქტორს აძლიერებს და ინტერკონტინენტური ჭურვებით იარაღდება.
     
    რუჰანიმ აღიარა, რომ ათწლეულის წინ მოატყა დასავლეთი, რათა ირანის ატომური პროგრამა განევითარებინა. იგი დღესაც იგივეს აკეთებს.
     
    რუჰანის ღიმილს ამოფარებული აიათოლას რეჟიმის მიზანი ატომური იარაღის პროგრამის შეჩერების გარეშე სანქციების გაუქმებაა.
     
    ამრიგად, საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა აყვეს ამ სიცრუეს და ირანს ატომური იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მისცეს".