ნეთანიაჰუ შრი ლანკას სს მინისტრს შეხვდა

ნეთანიაჰუ შრი ლანკას სს მინისტრს შეხვდა

  •    
    27 თებერვალს პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ შრი ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრს, პროფესორ გ.ლ. პეირისს შეხვდა:
    "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება; ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, გავაძლიეროთ ურთიერთობა შრი ლანკასა და ისრაელს შორის. იმედი მაქვს, დღეს სხვა საკითებთან ერთად ამ თემასაც განვიხილავთ. უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის უამრავ გამოწვევასთან გვიწევს დაპირისპირება, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პალესტინელებთან მშვიდობის დამყარება. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს და ამ პრობლემას ირანი ჰქვია, რომელიც აბუჩად იგდებს საერთაშორისო საზოგადოებას და არ აპირებს ატომური პროგრამის შეჩერებას. ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, იგი კვლავინდებურად არღვევს საერთაშორსიო სტანდარტებს. ვფიქრობ, სანქციები უნდა გამკაცრდეს, რათა ირანი დარწმუნდეს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ძალაში სამხედრო სანქციებიც შევა. არა მგონია, სხვაგვარად ირანი საერთაშორისო საზოგადოების სურვილს დაემორჩილოს".
  • icon_zoom.png
    PM Netanyahu meets with Sri Lanka External Affairs Min. Prof. G.L. Peiris PM Netanyahu meets with Sri Lanka External Affairs Min. Prof. G.L. Peiris
     
     
  •