პრემიერი ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ობამას შეხვდა
-
-
3/4/2014
-
-
PM Benjamin Netanyahu with US President Barack Obama at the White House
: GPO
|
GovXContentSection
3 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ბარაქ ობამასთან შეხვედრის წინ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"მომდევნო წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნების გამოწვევებთან გასამკლავებლად თავდაუხრელად ვიმუშავებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ირანთან დაკავშირებული გამოწვევა, რომელსაც ატომური იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მიეცეს. ვფიქრობ, ამ მიზანს იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ მოახერხებს და ატომურ აღჭურვილობას გაანადგურებს.
ამრიგად, ბატონო პრეზიდენტო, თუ მიზანს მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მივაღწევთ, გარწმუნებთ, რომ ამით არც ერთი ქვეყანა არ დარჩება ისე მოგებული, როგორც ისრაელი. რადგანაც, მოგეხსენებათ და, იმედია, გესმით, რომ მაშინ, როდესაც ირანი ისრაელის განადგურებაზე ღიად საუბრობს, ისრაელს არ აქვს უფლება, ამ სახელმწიფოს ატომური ბომბის შექმნის უფლება მისცეს. განადგურების ზღვარზე ვეღარ დავბრუნდებით. და მე, ისრაელის პრემიერ მინისტრი ებრაული სახელმწიფოს დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ".
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-