"ირანი და მისი ხელქვეითი "ჰეზბოლა" სირიული რეჟიმის აქტიური პარტნიორები არიან. მეტიც, ასადის რეიმი ირანის თანამგზავრი გადა, სირია კი – ირანის საწვრთნელი ბაზა. ახლა მთელი მსოფლიოს მზერა სირიისკენაა მიპყრობილი. ირანიც ადევნებს თვალს მოვლენებს და უნდა, გაიგოს, რა რეაქცია ექნება საერთაშორისო საზოგადოებას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
"სირიაში თვალნათლივ ვხედავთ, რომ ექსტრემისტული რეჟიმი უყოყმანოდ იყენებს ამ იარაღს თუნდაც უდანაშაულო მოქალაქეების, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
"ეს კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენებს, რომ უფლება არ გვაქვს, მსოფლიოს ყველაზე სახიფათო რეჟიმებს სასიკვდილო იარაღის ფლობის უფლება მივცეთ.
"ბოლოს და ბოლოს ექსტრემისტები ამ იარაღს აუცილებლად გამოიყენებენ, სწორედ ამიტომ მათ მოპოვებაში ხელი უნდა შევუშალოთ.
"ცხადია, ახლა ირანის ატომურ პროგრამაზე ვსაუბრობ. ირანს არ უნდა მივცეთ საშუალება, ატომური იარაღი შექმნას.
"სირიაში მიმდინარე მოვლენები ცალსახა დემონსტრაციაა იმისა, თუ რას მოიმოქმედებს ირანი თუ უფრო სახიფათო იარაღს ჩაიგდებს ხელში.
"ვფიქრობ, სირიაში შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთ ჭეშმარიტებას გვაჩვენებს – ახლო აღმოსავლეთში გაცილებით სერიოზული და ფართომასშტაბიანი ქარბორბალა ტრიალებს.
"ჩვენ მომსწრენი ვართ არეულობისა და არასტაბილურობის მთელს რეგიონში, მაროკოდან დაწყებული, ავღანეთით დასრულებული. ეს ენდემური არეულობაა, რომლის საფუძველი არა კონფლიქტი, არამედ თანამედროვეობის, ზომიერების, პროგრესისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების უარყოფაა.
"სწორედ ეს არის ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემის ძირი. ეს ყველას უქმნის საფრთხეს, ემუქრება ზომიერი კურსისი მქონე რეჟიმებს, ემუქრება ისრაელს, დასავლეთსა და ყველას, ვისაც არ სჯერა დოგმების, რომლებითაც ექსტრემისტები ხელმძღვანელობენ.
"ამას იმ ადამიანებისთვის ვამბობ, ვისაც სჯეროდა, რომ ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის მიზეზი პალესტინა–ისრაელის კონფლიქტი იყო. ეს არ არის ძირეული მიზეზი, ეს ერგიონული არეულობის ერთ–ერთი შედეგია.
"თუ ჩვენ პალესტინელებთან მშვიდობას დავამყარებთ, ირანში ცენტრიფუგები არ შეჩერდება, არ შეწყდება ომი სირიაში, არ დამყარდება სტრაბილურობა ჩრდილოეთ აფრიკაში და არც დასავლეთზე შეტევები მიეცემა დავიწყებას.
"ჩვენ გვინდა მშვიდობა მშვიდობისთვის. ჩვენ გვინდა მშვიდობა, რადგან გვსურს, მშვიდად ვიცხოვროთ ჩვენს პალესტინელ მეზობლებთან, რადგან ნებისმიერს, ვისაც ომში უცხოვრია, მისი შედეგები შესანიშნავად მოეხსენება".