პრემიერი ნეთანიაჰუ აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის შეხვდა

ნეთანიაჰუ აშშ სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის შეხვდა

  •    
    ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან შეხვედრისას:
    "სასიამოვნოა, რომ იერუსალიმში თქვენი მიღების საშუალება მოგვეცა. თქვენ დიდი ხანია, ჩემი პირადი და ისრაელის ერთგული მეგობარი ხართ. ამ მეგობრობის კიდევ ერთი გამოვლინება პრეზიდენტი ობამას მარტის ვიზიტიც იყო.  
    ჩვენ განვიხილავთ ირანთან დაკავშირებულ საკითხებს, სირიაში მიმდინარე სისასტიკესა და არასტაბილურობას და, რაც მთავარია, ყველაზე მეტად ჩვენ პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენა გვინდა. ამ საკითხზე ბევრი გვაქვს ნამუშევარი ჩვენც და თქვენც. ჩვენც და თქვენც ეს გულით გვინდა და იმედი მაქვს, სწორედ ასეთი მიზნები ამოძრავებთ პალესტინელებსაც. წარმატების იმედიც მაქვს, რადგან სადაც კეთილი ნებაა,  იქ გამოსავალიც მოიძებნება".
     
    სახელმწიფო მდივანი ქერი: "ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ისრაელში, განსაკუთრებით, იერუსალიმში სტუმრობა. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების საკითხებზე პრემიერ მინისტრთან, მინისტრ ციპი ლივნისთან, სამხედრო გენერალ ჯონ ალენთან და მეორე მხარის მეთაურებთან. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და მომავალშიც ერთგული იქნება ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა".
  • icon_zoom.png
    PM Netanyahu meets US Sec of State Kerry PM Netanyahu meets US Sec of State Kerry : GPO/Amos Ben Gershom
     
     
  •