ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გაეროს გენერალურ მდივანს პან გი–მუნს შეხვდნენ

შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან

  •   ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გაეროს გენერალურ მდივანს პან გი–მუნს შეხვდნენ.
  •    
    პრემიერი ნეთანიაჰუ: "უსამართლობაა, რომ სტანდარტი, რომელსაც ისრაელის მიმართ იყენებენ არ შეესაბამება სხვა ქვეყნის მისამართით გამოყენებულ სტანდარტებს. ისრაელს არ განუხორციელებია პირდაპირი შეტევები მშვიდობიან მოსახლეობაზე და გაეროს გადაწყვეტილება ისრაელის მიმართ შეუსაბამოა".
  • icon_zoom.png
    PM Netanyahu with UN Secretary General Ban Ki-moon PM Netanyahu with UN Secretary General Ban Ki-moon : UN Photo/Evan Schneider
     
     
    გაეროს ნიუ იორკისშტაბბინაში ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი 30 სექტემბერს გაეროს გენერალურ მდივანს, პან გი–მუნს შეხვდნენ. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.
    ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ღაზას მაცხოვრებლები "ჰამასის" მძევლები არიან, ეს ტერორისტული ორგანიზაცია მან ISIS–ს შეადარა და დასძინა, რომ "ჰამასი" ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადიოდა, როდესაც ღაზაში მცხოვრებ ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებდა და ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბებს უშენდა. მისი თქმით, ისრაელი არ უნდა იხდიდეს ბოდიშს იმისათვის, რომ "რკინის გუმბათის" სისტემა მოქალაქეების დაცვას ახერხებს.
    უცნაურია, რომ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო არ იძიებს "ჰამასის" ქმედებებს, რომელიც გაეროს ინფრასტრუქტურად იყენებდა ისრაელის დასაბომბად. ისრაელის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭო ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებს და "ჰამასს" იცავს.
    პრემიერი ნეთანიაჰუ: "უსამართლობაა, რომ სტანდარტი, რომელსაც ისრაელის მიმართ იყენებენ არ შეესაბამება სხვა ქვეყნის მისამართით გამოყენებულ სტანდარტებს. სირიაში 2000 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ისრაელს არ განუხორციელებია პირდაპირი შეტევები მშვიდობიან მოსახლეობაზე და გაეროს გადაწყვეტილება ისრაელის მიმართ შეუსაბამოა".