პრემიერის სიტყვა კონტრტერორიზმის კონფერენციაზე

პრემიერის სიტყვა კონტრტერორიზმის კონფერენციაზე

  •    
    "არ არსებობს ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. შეიძლება, ძალას ფლობდე, მაგრამ ის უსარგებლო, ან უარესი – საშიშია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც ძალაუფლება აქვს, დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს დავალებას.
  • icon_zoom.png
    PM Netanyahu addresses International Conference on Counter-Terrorism PM Netanyahu addresses International Conference on Counter-Terrorism : GPO/Kobi Gideon
     
     
    მინდა მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ შაპიროს და ამერიკელ ხალხს: კარგად გვახსოვს ცამეტი წლის წინ მომხდარი მოვლენები და ვგლოვობთ შემაძრწუნებელი თავდასხმის შედეგად ათასობით დაღუპულ ადამიანს. 11 სექტემბერი ტრაგედია იყო თითოეული ისრაელელისთვის, ღაზას სექტორში კი ამ დღეს შენობების სახურავზე საზეიმო ცეკვით აღნიშნავდნენ და ტკბილეულობობს არიგებდნენ. სწორედ ეს არის მორალური განსხვავება ჩვენს შორის. ჩვენ ვგლოვობთ, ისინი ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს ზეიმობენ. მოგვიანებით, როდესაც აშშ–მა ბინ ლადენი გაანეიტრალა, მთელი ქვეყნის სახელით პრეზიდენტ ობამას მივულოცე, ღაზაში კი ჰამასმა აშშ–ის ქმედება დაგმო და ბინ ლადენს ისლამის "წმინდა მებრძოლი უწოდა. ესეც ჩვენს შორის არსებული მორალური სხვაობაა. ჩვენ ვზეიმობთ, ისინი ტერორიზმის სულისჩამდგმელის სიკვდილს გლოვობენ.
     
    დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ტერორისტული დაჯგუფება ერთი მთლიანობას წარმოადგენს და არ უნდა დავუშვათ, რომ მათ სადმე ფეხის მოკიდება შეძლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ყველგან მოახერხებენ გახარებას.  
     
    სწორედ ამიტომ, ისრაელი სრულად უჭერს მხარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც დაუძინებლად ებრძვის ISIS–ს. ყველა განვითარებული ქვეყანა მხარდამხარ უნდა დადგეს და ებრძოლოს ტერორს, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მძვინვარებს.
     
    ამჟამად მსოფლიო ლიდერები ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იმედია, სათანადო შეთანხმების მიღწევა მოხდება. თუ ირანი ატომური ბომბის შექმნას მოახერხებს, მსოფლიოში უდიდესი ძვრები მოხდება. ახლო აღმოსავლეთში კი არა, ხაზგასმით ვაცხადებ – მსოფლიოში! წარმოდგენაც კი ჭირს, რა მოხდება, თუ ტერორისტულ რეჟიმს უძლიერესი ტერორისტული იარაღი ჩაუვარდება! ეს არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ!"