ნეთანიაჰუმ გამოსვლა "ბირთვულ ირანზე" საუბრით დაიწყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა "ატომური ბომბის შექმნის ზღვარზეა".
"დროებითი შეთანხმებამ, რომელიც საერთაშორისო შუამავლების ექვსეულმა თეირანთან გააფორმა, აიათოლას რეჟიმი მხოლოდ ექვსი კვირით დააშორა ატომური იარაღის ფლობას. ამრიგად, ყველაფერს მაინც მუდმივი ხელშეკრულების ტექსტი გადაწყვეტს, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელის პოზიცია უცვლელია, – ჩვენ მხარს საერთაშორისო თანამშრომლობის მიერ შემუშავებულ მხოლოდ იმ მექანიზმს დავუჭერთ, რომელიც ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის სრულ დემონტაჟს მოითხოვს და ატომური იარაღის შექმნას შეუძლებელს გახდის. ირანს ამ სფეროში საკუთარი პოტენციალის განვითარების უფლებას ვერ მივცემთ. ეს იყო და იქნება ისრაელის მყარი პოზიცია".
მოგვიანებით პრემიერ მინისტრი პალესტინელებთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს შეეხო და აღნიშნა: "არ გვინდა, რომ ჩვენს გვერდით ირანის კიდევ ერთი სატელიტი გაჩნდეს, რომლის ტერიტორიიდანაც ჭურვებს დაგვიშენენ. ჩვენ არ გვსურს ორეროვანი სახელმწიფო. მიმაჩნია, რომ ამ სიტყვებით ისრაელის მოქალაქეთა უმრავლესობის აზრს გამოვხატას".
რაც შეეხება სამშვიდობო პროცესში აშშ–ის როლს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ამერიკას პრობლემის საკუთარი ხედვა და პოზიცია გააჩნია, თუმცა "ისრაელი არ არის ვალდებული ყველა შემოთავაზებას დაეთანხმოს". მისი თქმთ, ისრაელი ორ პრინციპს ეყრდნობა. პირველ რიგში, ისრაელი უნდა იქნეს აღიარე ბული ებრაელი ერის ეროვნულ სახელმწიფოდ და მეორე, "ისრაელი ითხოვს უსაფრთხოების სტაბილური ზომების მიღებას. "ცაჰალი" და ძალოვანი სტრუქტურები უნდა იყვნენ განლაგებული იმ პოზიციებზე, რომელთა დაკავებაც აუცილებელია, მათ შორის, მდინარე იორდანეს სანაპოროებზე.
ამას გარდა, უნდა მოხდეს "პალესტინის სახელმწიფოს" სრული განიარაღება. "დემილიტარიზებული პალესტინური სახელმწიფო აღიარებს ისრაელს", – თქვა მან.
ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დიდი ხანი გავა იმ დრომდე, სანამ ისრაელს ძლიერი არმიის საჭიროება აღარ ექნება.
"ძლიერი ჯარი დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, – განაცხადა მან, – ჩვენ ეკონომიკას ერთადერთი მიზნით ვავითარებთ – გვინდა ებრაული დემოკრატიული სახელწიფოს შექმნა".