ნეთანიაჰუს კომენტარი სირიაზე

ნეთანიაჰუს კომენტარი სირიაზე

  •    
    ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სირიულ რეჟიმს ქიმიური იარაღი აღარ ჰქონდეს და ყველამ ნახოს, რომ ნებისმიერი, ვინც მასიური განადგურების იარაღს გამოიყენებს, უმკაცრესად დაისჯება. სირიისთვის გაცემული პასუხი ირანისთვისაც მაგალითი იქნება.
  • icon_zoom.png
    President Peres and PM Netanyahu at naval cadets graduation ceremony President Peres and PM Netanyahu at naval cadets graduation ceremony : GPO/Kobi Gideon
     
     
    ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თავდაცვის ძალების კადეტთა მომზადების დასკვნით ცერემონიას დაესწრო და განაცხადა:
    "აქედან არცთუ შორს, ჩრდილოეთით, ათობით და, ხანხადან, ასობით უდანაშაულო ადამიანს ყოველდღიურად სასტიკად უსწორდებიან. ზოგი მათგანი გაზით, ქიმიური იარაღით მოწამლეს. ეს უდიდესი დანაშაულია, დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სირიულ რეჟიმს ქიმიური იარაღი აღარ ჰქონდეს და ყველამ ნახოს, რომ ნებისმიერი, ვინც მასიური განადგურების იარაღს გამოიყენებს, უმკაცრესად დაისჯება. სირიისთვის გაცემული პასუხი ირანისთვისაც მაგალითი იქნება. წესი, რომელსაც გზამკვლევად ვიყენებ პრემიერ მინისტრობისას და დიდი სიფრთხილით ვეკიდები, ალბათ დღეს ყველაზე აქტუალურია: "თუ მე არ ვარ საკუთარი თავისთვის, ვინ არის ჩემთვის? თუ ჩვენ არ ვართ საკუთარი თავისთვის, ვინ არის ჩვენთვის? ჩვენ ვართ ჩვენთვის. პრაქტიკაში ამ წესს ისრაელი წარმატებით იყენებს და თავდაცვას ნებისმიერი საფრთხის წინაშე შეძლებს. დღეს დილით პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: "ისრაელს შეუძლია უდიდესი ძალით დაიცვას თავი" და ეს სიმართლეა. ჩვენი უსაფრთხოება ჩვენივე ხელთაა".