ნეთანიაჰუს კომენტარი ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ

ნეთანიაჰუს კომენტარი ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ

  •    
    ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კომენტარი აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ (კვირა, 15 სექტემბერი, 2013)
  • icon_zoom.png
    PM Benjamin Netanyahu PM Benjamin Netanyahu : GPO
     
     
    "დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას სირიის ქიმიური იარაღისგან გაწმენდის საქმეში. სირიული რეჟიმისთვის ქიმიური იარაღის ჩამორთმევა რეგიონს უფრო უსაფრთხოს გახდის.
     
    მსოფლიომ ძალები არ უნდა დაიშუროს, რომ რადიკალურ რეჟიმებს მასობრივი იარაღი არ ჰქონდეთ. სირიის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ სახიფათო რეჟიმს მსგავსი იარაღი აქვს, ადრე თუ გვიან მას აუცილებლად გამოიყენებს. მიზანმიმართულობა, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება სირიის მიმართ იჩენს, პირდაპირ გავლენას იქონიებს სირიის მფარველ ირანზე. ირანმა უნდა გაიგოს, რა შედეგები მოჰყვება საერთაშორისო საზოგადოების უგულვებელყოფას ატომური იარაღის შექმნის პარალელურად.
     
    ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა ის, რასაც უკვე დიდი ხანია, ვამბობდი: იქ, სადაც დიპლომატია არ მუშაობს, ქმედითი სამხედრო მუქარა უნდა იყოს გამოყენებული. ის, რაც ეხება სირიას, ეხება ირანსაც და პირიქით.
     
    ჯონ, დიდად ვაფასებ პალესტინელებთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას და მიმდინარე მოლაპარაკებებს.  ორივემ კარგად ვიცით, რომ ჩვენი გზა მარტივი არ არის, თქვენთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის ისტორიული შერიგება შედგეს და კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს".