ისრაელის პრემიერ მინისტრის საახალწლო მილოცვა

ისრაელის პრემიერ მინისტრის საახალწლო მილოცვა

  •    
    მთელს მსოფლიოში ებრაულ თემს ბედნიერ როშ ჰაშანას ვუსურვებ. იმედია, ებრაელ ერს ახალი წელი უსაფრთხოებას, წარმატებას და მშვიდობას მოუტანს. ცხადია, ახალი წელი წარსულის გადახედვის პერიოდია და როდესაც გასულ წელს ვავლებ თვალს, ვხედავ უამრავ მიღწევას, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ.
  • icon_zoom.png
    Prime Minister Benjamin Netanyahu Prime Minister Benjamin Netanyahu : PMO
     
     
    მხოლოდ წინა კვირას დიდ წინსვლას მივაღიეთ, როდესაც "Amos 4" სატელიტი ხელახლა ავამუშავეთ. მინდა, მოგახსენოთ, რომ ისრაელი იმ ქვეყნების მცირერიცხოვან ელიტურ ჯგუფში შედის, რომლებსაც მსგავსი სატელიტის გაშვება შეუძლია. ეს ისრაელის ტექნოლოგიური პროგრესის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ისრაელი განვითარებულ ქვეყნებს შორის სტაბილური ეკონომიკური ზრდით ლიდერობს. ჩვენი ახალგაზრდობა სიამაყის მიზეზს გვაძლევს. ისრაელელმა სტუდენტებმა მსოფლიო შეჯიბრებებიდან უამრავი ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს ჯილდოები ჩამოიტანეს, მათ შორის, მეცნიერებისა და კომპიუტერული ოლიმპიადებიდან.
     
    პერიოდში, როდესაც რეგიონის დანარჩენ ნაწილში აგრესიისა და ექსტრემის ქარიშხალი მძვინვარებს, ისრაელმა არჩევნები ჩაატარა და ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. ვამაყობ, რომ პრემიერ მინისტრის პოსტზე ვმსახურობ. ჩვენ კვლავინდებურად დემოკრატიის, სტაბილურობის, ტოლერანტობისა და თავისუფლების ოაზისად ვრჩებით, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია და ყოველი ჩვენგანი კანონის წინაშე თანაბარია. რასაკვირველია, უამრავ პრობლემასთან გვიწევს გამკლავება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ეკონომიკური ზრდა შევინაჩუნოთ, რითაც თითოეული ისრაელელი ისარგებლებს. ამასთანავე, უნდა გავუმკლავდეთ საზღვრებს გარედან შემოსულ სირთულეებსაც.
     
    პალესტინელებთან მშვიდობის დასამყარებლად მუშაობას განვაგრძობთ, ვიცავთ უსაფრთხოებას და თავდაუხრელად ვცდილობთ, მშვიდობა ხანგრძლივი იყოს და არა – დროებითი, რომელსაც ორი წუთით ვიზეიმებთ და მერე თავზე ჩამოგვეშლება.  ჩვენ რეალური, ნამდვილი მშვიდობა გვინდა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს აღიარება და მისი უსაფრთხოების გარანტიები ექნება საფუძვლად. ცხადია, ყოველი ჩვენგანი აკვირდება სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. მართალია, ქვეყნის შიდა კონფლიქტში არ ვართ ჩართულნი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. უაღრესად მნიშვნელოვანია ირანის ატომური იარაღის პროგრამაც, რომელიც ისრაელს, სრულიად რეგიონსა და მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის. ირანის ატომური პროგრამა უნდა შეჩერდეს. არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო რეჟიმმა ყველაზე სახიფათო იარაღი იქონიოს. უკვე არაერთი მანიშნებელი არსებობს იმისა, თუ რა შედეგებს მოგვიტანს მოვლენების ასეთი განვითარება.
     
    დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა სირთულეების გადალახვაში ებრაული თემი ყოველთვის ისრაელის მხარეს იქნება, ისევე, როგორც ისრაელი განაგრძობს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ებრაელების მხარდაჭერას, რადგან ებრაული ერთიანობა ჩვენი ძალის უპირველესი წყაროა. მჯერა, ერთად უდიდეს წარმატებას მივაღწევთ სრულიად ებრაული თემისთვის.
     
    კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. შანა ტოვა უმეტუკა! კარგი და ტკბილი წელი ყოფილიყოს ყველასთვის.
     
    შანა ტოვა!