ისრაელი უდიდესი თავშეკავებით შეხვდა როგორც ამჟამინდელ კრიზისს ,ისე წინა თვეში განხორციელებულ საარტილერიო თავდასხმას. თუმცა, ბოლო დღეებში მოვლენების ესკალაციამ ისრაელი აიძულა, საპასუხო ქმედებებისთვის მიემართა.
შესაბამისად, ისრაელის სამიზნე „ჰამასის“ სამხედრო ხელმძღვანელი და ცნობილი ტერორისტი, აჰმედ ჯაბარი გახდა. სწორედ ჯაბარი იყო ბოლო დროს ღაზას სექტორიდან განხორციელებულ ტერორიზმზე პასუხისმგებელი. 2006 წელს ის პირადად იყო ჩართული ისრაელის სამხედრო ძალების ჯარისკაცის, გილათ შალითის მოტაცებაში. ამას გარდა, ისრაელმა დაბომბა ფაჯრის საცეცხლე წერტილები ღაზაში, რითაც შეამცირა „ჰამასის“ შანსები გამოიყენებინა ეს ჭურვები, რომლებსაც თელ ავივამდე მიღწევის უნარი აქვს.
ოპრერაცია „თავდაცვის სვეტის“ მიზანია ისრაელის მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცირება. ამის მისაღწევად, ისრაელის სამხედრო ძალები ყველაფერს გააკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად და ეცდებიან შეამცირონ „ჰამასის“ ბრძოლისუნარიანობა.
ისრაელის ყველა ქმედება თავდაცვისკენაა მომართული. უდანაშაულო მოქალაქეების დაცვა ნებისმიერი ქვეყნის უფლება და მოვალეობაა. მოსახლეობაზე თავდასხმებს არც ერთი სახელმწიფო არ შეხვდებოდა გულხელდაკრეფილი.
ისრაელის ოპერაციების ყველა სამიზნე სამხედრო ხასიათისაა. ისრაელი შეტევებს ქირურგიული სიზუსტით ახორციელებს, რათა ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის ზარალი მინიმუმამდე შეამციროს. ისრაელი ღაზას სექტორის მოქალაქეებისადმი მიყენებულ ნებისმიერ დაზიანებას მთელი გულით განიცდის.
განსხვავებით, „ჰამასი“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ და ისრაელის მოქალაქეებს უხსნიან ცეცხლს. ეს ომის ორმაგი დანაშაულია.
2005 წელს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხედრო დანაყოფების სრულად გამოყვანის მიუხედავად, „ჰამასი“ თავდასხმების სერიას აგრძელებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ღაზას სექტორში ისრაელის ჯარების კი არა, ამ ქვეყნის არსებობის წინააღმდეგ იბრძვის.
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაიწყოს მოქმედება, რათა შეაჩეროს ღაზას სექტორიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები. „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს სამხრეთ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე დაუსჯელად თავდასხმის საშუალება არ უნდა მიეცეთ.