ისრაელელი ქიმიკოსი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა
-
-
10/5/2011
GovXShortDescription
5 ოქტომბერს შვედეთის სამეფოს სამეცნიერო აკადემიამ ქიმიის დარგში 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა გაამხილა.საპატიო ჯილდო ისრაელელ მეცნიერს, ხაიფას ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორს, დანიელ შეხტმანს ხვდა წილად. მისი მიღწევა კვაზიკრისტალების აღმოჩენაა.
-
-
GovXContentSection
ნობელის პრემიის სტატისტიკის თანახმად, შეხტმანი მეათე ისრაელელია, ვისაც ეს პატივი ერგო. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ამავე დარგში, რიბოსომის სტრუქტურისა და ფუნქციის ნოვატორული კვლევისთვის ნობელის პრემია კიდევ ერთ ისრაელელს, ადა იონათს მიანიჭეს. იონათამდე ქიმიაში ეს ჯილდო მხოლოდ სამ ქალს ჰქონდა მიღებული.
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-