Netanyahu Iran Sanctions

ნეთანიაჰუ: "ირანის სანქციები უნდა გამკაცრდეს"

  •   პრემიერ მინისტრის პრესს სამსახურის განცხადება
  •    
    ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე განაცხადა: "ირანში არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვე გავიდა,
    ირანი აგრძელებს წინსვლას ბირთვული იარაღის წარმოების საქმეში. იგი აფართოებს და სრულყოფს ურანის გამდიდრების სისტემას.
    ამასთანავე, ირანი მუშაობს პლუტონის რეაქტორსა და ბალისტიკური რაკეტების სისტემის გაუმჯობესებაზე. ეს საფრთხეა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა სახელმწიფოსთვის როგორც დასავლეთში, ასევე – აღმოსავლეთში. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენი მოთხოვრებისა და ეს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებად უნდა იქცეს.
     
    პირველ რიგში, უნდა შეჩერდეს ურანის გამდირების პროცესი. მეორეც, გამდიდრებული მასალა უნდა განადგურდეს. და მესამე: კუმაში უნდა დაიხუროს უკანონო ბირთვული ცენტრი. გვჯერა, რომ სწორედ ახლა, როდესაც ირანმა ბირთვულ სფეროში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, უნდა გამკაცრდეს ეკონომიკური სანქციები და მის წინააღმდეგ სამხედრო ძალაც უნდა იქნეს გამოყენებული".
  • icon_zoom.png
    Prime Minister of Israel, Netanyahu Prime Minister of Israel, Netanyahu : Government Press Office
     
     
  •