22 აგვისტოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა:
"უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები უაღრესად შემაშფოთებელია. ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სირიის რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო დამძიმდება.
აბსურდულია, რომ გაეროს დამკვირვებლებს, რომლებიც ამჟამად დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამოსაკვლევად იმყოფებიან, სირიული რეჟიმის მიერ დაზიანებულ არეალში არ უშვებენ.
ირია ირანის საწვრთბელ ბაზად იქცა და ეს უკანასკნელი გაფაციცებით აკვირდება მსოფლიოს რეაქციას იმ ამაზრზენ სისასტიკეზე, რომელსაც ირანის მეგობარი სირიული რეჟიმი და მისი ხელქვეითი "ჰეზბოლა" ჩადის უდანაშაულო სირიელი ხალხის წინააღმდეგ.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმებს სახიფათო იარაღის ხელში ჩაგდების საშუალება მივცეთ".