"ჰამასის" წევრ გამტაცებელთა ვინაობა დადგენილია

"ჰამასის" წევრ გამტაცებელთა ვინაობა დადგენილია

  •    
    ისრაელის უსაფრთხოების სააგენტომ სამი ისრაელელი მოზარდის გამტაცებელ ტერორისტთა ვინაობა გაამჟღავნა.
    ნეთანიაჰუ: "იმედია, პრეზიდენტი აბასი სიტყვის ერთგული იქნება და ბავშვების გამტაცებელ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასთან" დადებულ პაქტს გაწყვეტს".
  • icon_zoom.png
    Eyal Yifrah, Gilad Sha'er and Naftali Frankel Eyal Yifrah, Gilad Sha'er and Naftali Frankel
     
     
    26 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალების მფრინავთა მომსამზადებელი კურსების დასრულების ცერემონიალზე ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა:
    "მომხდარიდან მალევე ვთქვი, რომ  გამტაცებლები "ჰამასის" ტერორისტები იყვნენ. მართლაც, დღეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენთა სახელები გამოაქვეყნეს. ახლა იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი აბასი, რომელმაც საუდის არაბეთში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, სიტყვის ერთგული იქნება და ისრაელის განადგურებისკენ მოწადინებულ და ბავშვების გამტაცებელ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასთან" დადებულ პაქტს გაწყვეტს.
     
    გთანაზობთ ინფორმაციას, რომელიც ისრაელელი ახალგაზრდების გატაცებასთან დაკავშირებული გამოძიების შედეგად გამოქვეყნდა:
    გილად შაერის, ნაფტალი ფრენკელისა და ეიალ იაფრაჰის გატაცებიდან ერთ დღეში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ დანაშაული "ჰამასის" მიერ იყო ჩადენილი.
     
    გატაცებაში მონაწილე ორი უმთავრესი ტერორისტის სახელებია მარვან კავასმეჰი და ამარ აბუ–ისა, "ჰამასის" აქტივისტები ჰევრონიდან. ისრაელის უსაფრთხოებისა სააგენტომ და ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამნაშავეებისა და მოზარდების სამძებრო ოპერაცია უმალ დაიწყო
    ისრაელის უსაფრთოების სამსახურების მიერ რამოდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული, რომლებიც კავასმეჰთან და აბუ–ისასთან ერთად გატაცებაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები.