ისრაელის ელჩი ონლაინკონფერენციას გამართავს

ისრაელის ელჩი ონლაინკონფერენციას გამართავს

  •    
    18 სექტემბერს, 12:00 საათზე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი ონლაინკონფერენციას გამართავს.
    ელჩი ფეისბუკის საშუალებით უპასუხებს ყველა დაინტერესებული პირის კითხვას.
    როგორც იუვალ ფიქსმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.
     
    „მე მზად ვარ პასუხი გავცე ნებისმიერ კითხვას, რომელსაც დაინტერესებული პირები დასვამენ. თემატიკა არ იქნება შემოფარგლული ახლო აღმოსავლეთით ან ისრაელით. პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურული ურთიერთობები, საზოგადოებრივი ცხოვრება და სხვა ნებისმიერი საკითხი რაც შეიძლება ადამიანების ინტერესს წარმოადგენდეს და მიჩნევენ, რომ მე შემიძლია ამაზე პასუხის გაცემა, ანუ მათ აინტერესებთ ჩემი აზრი, ვუპასუხებ ამომწურავად", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ელჩმა.
     
    ფუქსის განცხადებით, ამ ფორმით ის შეეცდება უფრო ახლო და ღია ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს მოსახლოებასთან, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.
     
    „ჩვენთან, ისრაელში, მოსახლეობასთან ურთიერთობის ამ ფორმას მუდმივად იყენებენ მაღალი თანამდებობის პირები. ეს საკმაოდ კომფორტული და ოპერატიულია მთელ რიგ საკითხებში გასარკვევად", - აცხადებს ელჩი.
     
    ონლაინკონფერენციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, პროექტის მედიამხარდამჭერის, ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" ფეისბუკის ვებ-გვერდზე https://www.facebook.com/NEWSAGENCYGHN , ისრაელის საელჩოს ფეისბუკის ვებგვერდზე https://www.facebook.com/IsraelinGeorgia?fref=ts . კითხვების წინასწარ გამოგზავნა შესაძლებელია მითითებულ ვებ-გვერდებზე და ელექტრონულ ფოსტაზე: ghn@ghn.ge.
  •