ისრაელი სამ გატაცებულ მოზარდს ეძებს

ისრაელი სამ გატაცებულ მოზარდს ეძებს

  •    
    პრემიერი ნეთანიაჰუ (15 ივნისი): "დღეს შემიძლია, გითხრათ ის რასაც ვერ გეტყოდით გუშინ. ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდები გაიტაცეს, "ჰამასის" წევრები არიან, სწორედ იმ "ჰამასის", რომელთანაც აბუ მაზენმა ერთობლივი მთავრობა ჩამოაყალიბა".
  • icon_zoom.png
    Eyal Yifrah, Gilad Sha'er and Naftali Frenkel z"l Eyal Yifrah, Gilad Sha'er and Naftali Frenkel z"l
     
     
    ისრაელის ჯარი და უსაფრთხოების ძალები რელიგიური სასწავლო დაწესებულების, "იეშივას" სამი მოსწავლის ძებნას განაგრძობენ, რომლებიც 2014 წლის 12 ივნისს დაიკარგნენ.
    14 ივნისს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალგაზრდები ტერორისტულმა ორგანიზაციამ გაიტაცა. მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა აღნიშნა:
    "ჩვენ ფართომასშტაბიან სამძებრო ოპერაციას ვატარებთ სამი გატაცებული ახალგაზრდის – ეიალ ეფრახის, გილად შაერისა და ნაფტალ ფრენკელის საპოვნელად. გუშინ ბიჭების მშობლებს ვესაუბრე და შევპირდი, რომ მათი შვილების სახლში დასაბრუნებლად ძალებს არ დავიშურებთ. მშობლებმა თავშეკავება და სიმამაცე გამოიჩინეს. ამ ურთულეს დროს ყოველი ჩვენგანის გული ჩვენი ბიჭებისა და მათი ოჯახებისთვის ძგერს.
    ისრაელის თავდაცვის ჯარი, უსაფრთხოების სამსახური და სამხედრო დაზვერვა სამძებრო მოქმედებებს ატარებს, რომლებიც ამ წამსაც არ წყდება. მინდა, მათ ამისთვის მადლობა ვუთხრა. ვერ გაგიმხელთ ყველა დეტალს, რომელიც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მოზარდები ტერორისტულმა ორგანიზაციამ გაიტაცა.
    უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრებთან, გენერალური შტაბისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შედეგად შემდეგი ბრძანებები გავეცი:
    პირველი: გამოყენებულ იქნას ყველა საშუალება გატაცებული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დასადგენად.
    მეორე: არ დავუშვათ გატაცებული მოზარდების ღაზას სექტორში ან ნებისმიერ სხვა ადგილას გადაყვანის შესაძლებლობა.
    მესამე: მოვემზადოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.
    მეოთხე: პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს, აბუ მაზენს მაქსიმალური ძალისხმევა მოვთხოვოთ გატაცებულთა სახლში დასაბრუნებლად. პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში პასუხისმგებლობას პალესტინის ავტონომიას ვაკისრებთ.
    აბუ მაზენის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პალესტინის ავტონომია პასუხისმგებელი არ არის ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე, საფუძველს არის მოკლებული.  
    ისრაელისა და მისი ხალხის განადგურებისკენ მოწადინებულ "ჰამასთან" კავშირს საშინელი შედეგები მოაქვს. ისრაელის მოქალაქეების განადგურებისა და გატაცებისთვის "ჰამასი" ნებისმიერ საშუალებას იყენებს. ბოლო დროს ჩვენ ათეულობით ადამიანის გატაცება ავიცილეთ თავიდან.
    აბუ მაზენისა და "ჰამასის" კავშირის წყალობით იუდეასა და სამარიას მალე ტერორისტული ორგანიზაცია გააკონტროლებს.
    შეუძლებელია ისრაელსა და პალესტინის მთავრობას შორის მშვიდობის დამყარებაზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის რიგებში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" შედის. ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის, უსაფრთხოების სამსახურებისა და გამბედაობის იმედი უნდა გვქონდეს".  
    ––
    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, მოშე აიალონის განცხადებით, 2013 წელს პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის მოქალაქეების გატაცება 30–ჯერ სცადეს, წლეულს კი ამ რიცხვმა თოთხმეტს მიაღწია. ასე, მაგალითად, 2013 წელს პალესტინელებმა ისრაელელი ჯარისკაცი ტომერ ხაზანი შვებულების დროს გაიტაცეს და მოკლეს.
    ისრაელელმა აქტივისტებმა "ტვიტერსა" და "ფეისბუქზე" სოლიდარობის გვერდები შექმნეს სახელწოდებით: #BringBackOurBoys.