ევროკავშირის მიერ "ჰიზბოლას" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობა ისევე, როგორც მისი და მისი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციების დაწესება უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ევროპის მიწაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მომავალი ტერორისტული აქტების თავიდან არიდების საქმეში.
იააკუბმა, რომელსაც ლიბანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, აღიარა, რომ "ჰიზბოლას" სახელით მოქმედებდა. ორგანიზაციის მეთაურის დავალებით, მან კვიპროსში ისრაელელი ტურისტების გადაადგილებისა და ისრაელიდან ფრენების შესახებ ინფორმაცია შეგაროვა.
სასამართლომ დაადგინა, რომ იააკუბი "ჰიზბოლას" რიგებში სწავლობდა იარაღის გამოყენებას და საოპერაციო ბრძანებებს ორგანიზაციის ტერორისტებისგან იღებდა. იააკუბმა დაკითხვისას აღიარა, რომ "ჰიზბოლა" იერარქიული ორგანიზაციაა, რომელიც ფლობს იარაღს და ტერორისტებს საიდუმლო სამხედრო წვრთნებს უტარებს.
კვიპროსის სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ "ჰიზბოლას" სასარგებლოდ იააკუბის დახმარებით, ტერორისტული აქტი სწორედ იმ დროს უნდა განხორციელებულიყო, როდესაც ტერორისტული შეტევები ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიზბოლასა და ირანის რევოლუციური გვარდიის, "ალ–ქუდის" მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იგეგმებოდა. ერთ–ერთი ასეთი შეტევა იყო "ჰიზბოლას" მიერ ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 2012 წლის 18 ივლისს განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც ხუთი ისრაელელი ტურისტი და ბულგარეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.
კვიპროსის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბურგასის ტერორისტული აქტის გამოძიების შედეგები ცხადად გვაჩვენებს, რომ "ჰიზბოლა" ევროკავშირის ქვეყნებში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს.