ქართული კინოფესტივალი ისრაელის ფილმს უმასპინძლებს
-
-
12/4/2012
GovXShortDescription
პარასკევს, 7 დეკემბერს 22:00 საათზე თბილისის მეცამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინოთეატრში "ამირანი" ისრაელური ფილმი „ეპილოგი“ იქნება ნაჩვენები. ამირ მანორის ფილმი მოხუცებული წყვილის ისტორიაზეა აგებული, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებასა და სოციალურ ცვლილებებთან შეგუება უჭირთ. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ ისინი უკეთესი სამყაროს შექმნის ილუზიების ტყვეობიდან გამოდიან და უკანასკნელ მოგზაურობაში წასვლას გადაწყვეტენ.
-
-
GovXContentSection
„სამი წლის წინ ბებია–ბაბუა სიმსივნით გარდამეცვალა. ისინი უაღრესად დიდი ადამიანები იყვნენ და მათმა წასვლამ უდიდესი სიცარიელე დამიტოვა, – ამბობს რეჟისორი ამირ მანორი, – და მაინც, ეს ფილმი ერთი წყვილის ცხოვრებას არ ასახავს. იგი მოხუცებულობის ასაკში დაუცველობის, მარტოობის, ზედმეტ ტვირთად ყოფნის შეგრძნებებსა და საკუთარ წარსულთან და წინაპრებთან საზოგადოების დამოკიდებულებაზეა“
ფილმის ჩვენება ისრაელის საელჩოს თანადგომით გაიმართება.
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-