სტამბულის ტერაქტს ისრაელელი ტურისტები ემსხვერპლნენ

სტამბულის ტერაქტს ისრაელელი ტურისტები ემსხვერპლნენ

  •    

    შაბათს სტამბულში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ისრაელელი ტურისტი გარდაიცვალა, ათი მძიმედ დაშავდა. თურქული მხარის განცხადებით, მეოთხე გარდაცვლილი ირანელი იყო. 

  •  
     

    20 მარტს მინისტრთა კაბინეტთან ყოველკვირეულ შეხვედრაზე ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა:

    "სამძიმარს ვუცხადებ თურქეთში მოკლულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მსწრაფლ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დღეს დილით თურქეთის მიმართულებით თვითმფრინავი გავგზავნეთ, რომელიც დაჭრილებს და გარდაცვლილებს სამშობლოში დააბრუნებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს თავდაუხრელი შრომისთვის როგორც სტამბულში, ასევე იერუსალიმში.

    .​