ისრაელის დამოუკიდებლობის დღე თბილისში

საქართველოში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

  •    

    სრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 1 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიღება გაიმართა.  

    მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.

     

     

     

  • icon_zoom.png
    Flag of Israel Flag of Israel
     
     
    “ებრაელ და ქართველ ერებს 26–საუკუნოვანი მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც დღესდღეობით ორი სუვერენული სახელმწიფოს შესანიშნავ, უკვე ოცწლიან ურთიერთობაშია გადაზრდილი, – განაცხადა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იცხაკ გერბერგმა, – ამ მეგობრობის მიზეზი ორ ქვეყანას შორის არსებული მსგავსებაა. მძიმე ისტორიის  მიუხედავად, საქართველომ და ისრაელმა ფენიქსის მსგავსად მოახერხეს ფერფლიდან აღდგომა და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ.  რაც შეეხება ისრაელს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხეებთან გამკლავება და ამავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოდ რჩება.
     
  •